იბაგე
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
იბაგე Ibagué | |||||
| |||||
ქვეყანა | კოლუმბია | ||||
დეპარტამენტი | ტოლიმა | ||||
კოორდინატები | 4°26′00″ ჩ. გ. 75°14′00″ დ. გ. / 4.43333° ჩ. გ. 75.23333° დ. გ. | ||||
მერი | ლუის ერნანდო როდრიგეს რამირესი | ||||
დაარსდა | 14 ოქტომბერი, 1550 | ||||
ფართობი | 1.498 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1 285 მ | ||||
მოსახლეობა | 650 000 კაცი (2005) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | +57 8 | ||||
საფოსტო ინდექსი | 730001-730019 | ||||
ოფიციალური საიტი | alcaldiadeibague.gov.co | ||||
იბაგე (ესპ. Ibagué) — ქალაქი კოლუმბიაში, ტოლიმის დეპარტამენტის დედაქალაქი, კოლუმბიის მუსიკალური დედაქალაქი.[1] მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, კოლუმბიის ანდების ვულკან ნევადო-დე-ტოლიმის სიახლოვეს. მოსახლეობა 650 000 ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია.[2] იგი 1550 წლის 14 ოქტომბერს ესპანელმა კაპიტანმა ანდრეს ლოპეს დე გალარსამ დააარსა. როგორც ტოლიმის დეპარტამენტის დედაქალაქში, იბაგეში განთავსებულია ადგილობრივი მმართველი ორგანოები.
იბაგეს ეკონომიკა ერთ-ერთი უდიდესია მთელ კოლუმბიაში და დაგეგმილია ასევე ერთ-ერთი უდიდესი გახდეს მთელ ამერიკის კონტინენტზე,[3] რაც განპირობებულია განვითარების უდიდესი პოტენციალით. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში, იბაგე მეორე ადგილზეა კოლუმბიაში, მანისალესის შემდეგ.
იბაგეს ხშირად „კოლუმბიისა და ამერიკის მუსიკალურ დედაქალაქს“ უწოდებენ, რაც ძირითადად ტოლიმის კონსერვატორიის დამსახურებაა.[4] ქალაქში იმართება მრავალი მუსიკალური ფესტივალი.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2008-05-12 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ departamento del tolima (2010).(ესპანური)
- ↑ departamentos de colombia (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-02. ციტირების თარიღი: 2013-05-27.(ესპანური)
- ↑ world trade center ibague (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-28. ციტირების თარიღი: 2013-05-27.(ესპანური)
- ↑ conservatorio de ibague. (2010)conservatorio de ibague.(ესპანური)