რისული ეპოქა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რისული გამყინვარების რუკა ალპებში
მაქსიმალური გამყინვარების საზღვარი ალპების ჩრდილოეთით (ყვითელი ხაზი)

რისული ეპოქა, რისული გამყინვარება, რისიმეოთხეულ პერიოდში ალპების მაქსიმალური გამყინვარების ეპოქა. წარმოადგენს პლეისტოცენის რიგით მესამე დიდ გამყინვარებას ალპებში. მოსდევს მინდელურ ეპოქას და წინ უსწრებს ვიურმულ გამყინვარებას. რისულ ეპოქაში მყინვარების წინსვლის ორი სტადიაა (რისი I და რისი II), რომელთაც ერთმანეთისაგან გამოყოფს არსებითად უფრო თბილი ჰავის პერიოდი. სახელწოდება მომდინარეობს მდინარე დუნაის ერთ-ერთი შენაკადის — რისის მიხედვით.[1]

რისული ეპოქა გამოყვეს ალბრეხტ პენკმა და ედუარდ ბრიუკნერმა 1909 წელს.[2] გამყინვარების ძირითადი ცენტრი, საიდანაც საფარული მყინვარები მოძრაობდნენ ჩრდილოეთ და შუა ევროპის ტერიტორიაზე იყო სკანდინავიის მთიანეთი. ერთდროულად დიდი გამყინვარება მოიცავს ევროპის ქედებს, უპირველეს ყოვლისა ალპებს. რისული ეპოქის დასაწყისი და დასასრული სხვადასხვა მკვლევრების მიერ ორაზროვნადაა განსაზღვრული; აღმოსავლეთ ევროპის ვაკეზე რისი I-ის სტადიები დაახლოებით შეესაბამება დნეპრის გამყინვარებას, ხოლო რისი II-ის სტადიები — მოსკოვურ გამყინვარებას.[3]

მაქსიმალური გავრცელების დროს ყინულით დაიფარა მთელი ირლანდია და თითქმის მთელი დიდი ბრიტანეთი. ცენტრალურ ევროპაში მისი სამხრეთი საზღვარი აღწევდა მდინარე რაინის შესართავამდე, ოდენვალდის ამაღლებულ ნაწილამდე, ხოლო მის ზონაში ჩრდილოეთ კარპატების ჩათვლით მოექცა მდინარეების ოდერისა და ვისლის აუზები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 396.
  2. გეოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი
  3. რისული ეპოქა — დიდი რუსული ენციკლოპედია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-10. ციტირების თარიღი: 2018-10-21.