მინდელური ეპოქა
Jump to navigation
Jump to search
მინდელური ეპოქა, მინდელი, მინდელური გამყინვარება [სახელი ეწოდა მდინარე დუნაის შენაკად მინდელის (Mindel) მიხედვით] — მეოთხეული სისტემის (პერიოდის) ერთ-ერთი გამყინვარება. გამოყვეს 1909 ალპებში ა. პენკმა და ე. ბრიუკნერმა. მინდელური ეპოქას ყოფილ სსრკ-ში შეესაბამება ოკური, ხოლო დასავლეთ ევროპაში — ელასტურის გამყინვარება. მინდელური ეპოქა დაიწყო დაახლოებით 600 ათასი და დამთავრდა დაახლოებით 250 ათასი წლის წინათ.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 708, თბ., 1983 წელი.