კენკრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ე. წ. „კენკრის“ რამდენიმე სახეობა

კენკრა (ლათ. bacca, uva) — მცენარის უხსნადი მრავალთესლიანი, იშვიათად ერთთესლიანი ნაყოფი. მომწიფებისას მთელი ნაყოფსაფარი წვნიანი, ეგზოკარპიუმი — თხელკანიანი. კენკრა აქვს ვაზს, ხურტკმელს, მოხარს, შტოშს და სხვა. ყოველდღიურ ცხოვრებაში მარწყვის (რთული კაკლუჭა), ჟოლოსა (რთული კურკიანი) და ლეღვის (ნაყოფედი) ნაყოფს ხშირად უმართებულოდ კენკრას ეძახიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]