ჭოტაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჭოტაკი
Lunaria annua

ჭოტაკი (ლათ. Silicula) — მშრალი, ცრუ ორბუდიანი პარაკარპული ნაყოფი, რომლის სიგრძე თითქმის სიგანის ტოლი ან უფრო იშვიათად ორჯერ მეტია. ასეთი ნაყოფი აქვს ჯვაროსანთა ოჯახის ზოგიერთ მცენარეს. არჩევენ ფართოტიხრიან (წიწმატა სელი ლათ. Camellina sativa), ვიწროტიხრიან (ქუთქუთა ლათ. Thlaspi arvense), დანაწევრებულ (კოტრანა ლათ. Crambe orientalis) და უხსნად (მათრახა ლათ. Isatis Iberica) ჭოტაკს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]