მუხნარი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
ახალი გვერდი: {{მრავალმნიშვნელოვნება|მუხნარი|მუხნარი (მრავალმნიშვნელოვან... |
მ +კატ. |
||
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==ლიტერატურა== |
==ლიტერატურა== |
||
*''ჯანდიერი ა.,'' ქსე, ტ. 7, გვ. 230, თბ., 1984 |
*''ჯანდიერი ა.,'' ქსე, ტ. 7, გვ. 230, თბ., 1984 |
||
[[კატეგორია:ტყეები]] |
00:54, 9 ოქტომბერი 2008-ის ვერსია
მუხნარი, მუხის ზაფხულმწვანე ფართოფოთლოვანი ტყე ძირითადად ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ყოფილ სსრკ-ში მუხნარი გავრცელებულია ევროპის ტერიტორიის შუა და სამხრეთ ნაწილში, კავკასიასა და შორეულ აღმოსავლეთში. უკავია 9 მლნ. ჰა ანუ ტყის 1,3%. ევროპის ნაწილში მუხნარს ქმნის მხოლოდ გრძელყუნწა და კლდის მუხა, რომელტაც სამხრეთით ერევა შებუსვილი მუხა.
საქართველოში მუხნარს უკავია ტყით ფადარული ფართობის 10,1%. მთის მუხნარს ქმნის ქართული, აღმოსავლური, ჰართვისისა და სხვა მუხა. დაბლობებზე — გრძელყუნწა და იმერული მუხა. ქართული მუხის ფორმაცია ყველაზე ფართოდაა გავრცელებული; ტყის მასივებს ქმნის ზღვის დონიდან 1800 მ-მდე (სვანეთი). უფრო ხშირად სამხრეთ ექსპოზოციის განათებულ ფერდობებზე. საქართველოში მუხნარს ხშირად ერევა ჯაგრცხილა, რცხილა, წაბლი, ცაცხვი, იფანი, ფიჭვი, უფრო ხშირად — ნაძვი, სოჭი, წიფელი და არყი; გვხვდება წმინდა მუხნარიც.
მუხნარს აქვს უდიდესი ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი მნიშვნელობა.
ლიტერატურა
- ჯანდიერი ა., ქსე, ტ. 7, გვ. 230, თბ., 1984