ჯაგრცხილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯაგრცხილა
ჯაგრცხილა
ჯაგრცხილა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანები
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  რცხილა
სახეობა:  ჯაგრცხილა
ლათინური სახელი
Carpinus orientalis
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 194499

ჯაგრცხილა (ლათ. Carpinus orientalis) — ფოთოლმცვენი ბუჩქი ან ხე თხილისებრთა (ფართო გაგებით არყისებრთა) ოჯახისა. სიმაღლე იშვიათად 10 -ს აღწევს. ღეროები გლუვი რუხი ქერქით აქვს დაფარული, ხშირად დაბრეცილია.

გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში, ირანში, ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში ჯაგრცხილა იზრდება ყველა რაიონში, დაბლობიდან მოკიდებული ზღვის დომიდან 1200 -მდე, შერეული ან ქვეტყის სახით. მატწილად მუხნარსა და მუხნარ-რცხილნარში.

ქმნის დამოუკიდებელ ფიტოცენოზსაც (ჯაგრცხილნარი). ჯაგრცხილა სითბოს მოყვარული და გვალვაგამძლეა, ცოცხლობს 150 (იშვიათად 200) წლამდე. მრავლდება თესლით და ამონაყრით, გაჩეხვისას იძლევა ხშირ ძირკვის ამონაყარს. ჯაგრცხილას იყენებენ მშრალი ფერდობების გასამწვანებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]