იაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
აზავერი იაკი არ არის
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ტაქსოდაფა
{{ტაქსოდაფა
| სახელი = იაკი
| სახელი = იაკი
| სურათის ფაილი = Yak at Dingboche (Nepal).jpg|300px|thumb
| სურათის ფაილი = Yak at Dingboche (Nepal).jpg
| სურათის სახელი = იაკი
| სურათის აღწერა =
| სამეფო = ცხოველები
| სამეფო = ცხოველები
| ტიპი =
| ტიპი = [[ქორდიანები]]
| ქვეტიპი =
| ქვეტიპი =
| კლასი = [[ძუძუმწოვრები]]
| კლასი = [[ძუძუმწოვრები]]
ხაზი 12: ხაზი 12:
| ქვეოჯახი=
| ქვეოჯახი=
| გვარი = [[ნამდვილი ხარები]]
| გვარი = [[ნამდვილი ხარები]]
| სახეობა = '''აზავერი'''
| სახეობა = '''იაკი'''
| ლათ = Bos Poephagus grunniens
| ლათ = {{Btname|Bos mutus|([[Przewalski]], 1883)}}
| არეალის რუკა = Bos mutus map.png
| დაცვის სტატუსი =VU
| ვიკისახეობები =
| itis =
| არეალის რუკა =
| არეალის ლეგენდა =
| არეალის ლეგენდა =
}}
}}
ხაზი 41: ხაზი 38:


[[კატეგორია:ტრანსპორტის სახეები]]
[[კატეგორია:ტრანსპორტის სახეები]]
[[კატეგორია:ნამდვილი ხარები]]
[[კატეგორია:ჩვეულებრივი ძროხა]]

16:26, 27 მარტი 2021-ის ვერსია

იაკი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ოჯახი:  ძროხისებრნი
გვარი:  ნამდვილი ხარები
სახეობა:  იაკი
ლათინური სახელი
Bos mutus (Przewalski, 1883)
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 2892
გავრცელება

იაკი (ლათ. Bos Poephagus grunniens) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ჯახისა. გარეული იაკი შემორჩენილია ტიბეტის მთებში (ზღვის დონიდან 4500 მ-მდე). მანდაოს არეში აქვს კუზი. ფერად შავი ან წაბია, ხერხემლის გასწვრივ გასდევს ღია შეფერილობის ზოლი. სხეული დაფარულია ხშირი თივთივის ბეწვით. გვერდებზე და მუცელზე ბეწვი ფოჩივით აქვს ჩამოგრძელებული. შინაური იაკი გარეულზე პატარაა. ხარის საშუალო სიმაღლე ნიდაოში 120-135 სმ, ცოცხალი წონა 400-450 კგ. ფურისა, შესაბამისად, - 105-120 სმ, 270-300 კგ. იაკი საშუალო წლიურად 300-350 კგ იწველის. რძის ცხიმიანობაა 6-7%. ხორცი მაგარია, მაგრამ გემრიელი. ცხოველთა 30% ურქოა. იაკს აშენებენ მაღალმთიან ადგილებში - ცენტრალურ აზიაში, ჰიმალაის მთებში, დასავლეთ ჩინეთში, ჩრდილოეთ მონღოლეთში, ყირგიზეთში, მთიანი ალთაის და ტუვის ავტონომიურ ოლქებში, სადაც უბადლო სასაპალნე და საჯდომი ცხოველია. ძროხასთან შეჯვარებით იაკი იძლევა ჰიბრიდს (ნაყოფიერია მხოლოდ დედალი ჰიბრიდი).

ზოგიერთი ხალხი (აღმოსავლეთ აზია, ჩრდილოეთ აფრიკა და სხვა) დღესაც იყენებენ ხარს ტვირთის საკიდრად და შესაჯდომად. სასაპალნე ხარს კეხს ადგამენ. შემდგომ ხარს აღვირი ნესტოებზე აქვს დამაგრებული.

გამრავლება

იაკებს, გამრავლების სეზონი როგორც წესი ივლისიდან სექტემბრამდე აქვთ. ორსულობა კი დაახლოებით 270 დღე გრძელდება. მაისიდან ივნისამდე იბადებიან პატარები, ძირითადად ერთი ხბო. მდედრი მშობიარობისთვის იზოლირებულ ტერიტორიას პოულობს, სადაც პატარას აჩენს. ხბო დაახლოებით 10 წუთში უკვე მყარად დგას ფეხზე და წყვილი მალევე უბრუნდება ჯოგს. გარეული და შინაური იაკებიც წელიწადში ერთხელ მშბიარობენ, კარგი გარემო პირობების და საკმაო რაოდენობის საკვების ქონის შემთხვევაში, შესაძლოა უფრო სწრაფი გამრავლებაც. ხბოები ერთი წლის ასაკში ანებებენ რძის ჭამას თავს და ხდებიან დამოუკიდებლები. ველური იაკის ნაშიერები, ყავისფერი შეფერილობისანი არიან და მხოლოდ მოზრდილ ასაკში უმუქდებათ და უგრძელდებათ ბეწვი. მდედრები როგორც წესი 3-4 წლის ასაკში აჩენენ პირველად, თუმცა 6 წელი მათი განვითარების პიკია. ტყვეობაში დაახლოებით 25 წელი შეუძლიათ სიცოცხლე, ბუნებაში ეს ასაკი რთული მისაღწევია. საინტერესოა, რომ ხანდახან გარეულები სრულიად უმიზეზოდ ესხმიან თავს მოშინაურებულ იაკებს, თუმცა ადამიანის დანახვისთანავე გარბიან, ზოგადად მათთან კონტაქტს ერიდებიან.

გავრცელება

ტიბეტის პლატოჩინეთის, ინდოეთისა და ნეპალის ფარგლებში.

საკვები

ბალახი, ხავსი, მცენარეულობა.

კონსერვაციული სტატუსი

დღეისთვის ბუნებაში მცირე რაოდენობის გარეული იაკია დარჩენილი. შეტანილია IUCN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იაკი&oldid=4173108“-დან