ცისფერყანწელები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Mila shynkevich-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა MIKHEIL-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 2: ხაზი 2:

მოძრაობის ჩამოყალიბების პერიოდში ქუთაისი ქართული [[ავანგარდი|ავანგარდული]] აზროვნების ცენტრს წარმოადგენდა. მიმდინარეობის წევრები იყვნენ [[ტიციან ტაბიძე]], [[პაოლო იაშვილი]], [[ვალერიან გაფრინდაშვილი]], [[კოლაუ ნადირაძე]], [[შალვა აფხაიძე]], [[ნიკოლო მიწიშვილი]], [[ალექსანდრე არსენიშვილი]], [[სანდრო ცირეკიძე]], [[გიორგი ლეონიძე]], [[სერგო კლდიაშვილი]] და [[შალვა კარმელი (გოგიაშვილი)]]. ისინი ახალგაზრდები და საზოგადოების ნაკლებად ცნობილები იყვნენ, ამიტომ გადაწყვიტეს ძველი თაობიდან მიემხროთ რომელიმე გამოჩენილი მოღვაწე. ასეთი იყო [[გრიგოლ რობაქიძე]].<ref>''[[გერონტი ქიქოძე]]'', „თანამედროვის ჩანაწერები“ გვ. 101-102 — „არეტე“, თბილისი, 2003 ISBN 99940-745-6-3</ref> XX საუკუნის ქართველი პოეტი [[გალაკტიონ ტაბიძე]]ც ამ ჯგუფთან ასოცირდებოდა თავიდან, თუმცა მოგვიანებით მან ეს გუნდი დატოვა. ამ გუნდთან დაახლოებული იყო ასევე მხატვარი [[ლადო გუდიაშვილი]], რომელიც ხშირად ამ მწერლების პუბლიკაციებისთვის ილუსტრაციებს ქმნიდა.

„ცისფერი ყანწების“ საქმიანობა ქართულ ლიტერატურაში და, ზოგადად, საქართველოს ისტორიაში ჯგუფური მუშაობის გამორჩეულ პრეცედენტს ქმნის. მართალია, მეცხრამეტე საუკუნეში გვაქვს საერთო მიზნებით მთელი თაობის, სამოციანელების გაერთიანების მაგალითი, თუმცა პირველი ერთიანი ჯგუფი, კარგად განსაზღვრული ფორმატით, ამოცანებით და შედეგებით, სწორედ „ცისფერი ყანწებია“. მათ მისცეს საქართველოში იმპულსი სხვა ლიტერატურული დაჯგუფებების შექმნასაც,  და მათთან ერთად დაასრულეს არსებობა საქართველოს შეცვლილ, პოლიტიზირებული გარემოში.

„ცისფერი ყანწების“ მიზანი იმთავითვე ნათელი და კარგად ფორმულირებული იყო: ქართული ლიტერატურის მოდერნიზაცია, ევროპეიზაცია, გამართვა „მსოფლიო რადიუსით“. ევროპული მოდერნიზმის სივრცეში ქართული ლიტერატურის „გადატანის“, კულტურული რელოკაციის ამოცანა ფრანგული სიმბოლიზმის ესთეტიკაზე იყო დაფუძნებული. ეს იყო სრულიად გაცნობიერებული არჩევანი – იმისდა მიუხედავად, რომ ევროპულ ლიტერატურაში მოდერნიზმი თავის ახალ ფაზაში, ავანგარდიზმში შედიოდა, ცისფერყანწელები თვლიდნენ, რომ უნდა მიეყვანათ ქართული პოეზია მოდერნიზმის დასაბამთან, სიმბოლიზმთან. თუმცა სწორედ ამ ჯგუფმა შეუწყო ხელი თბილისში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, რუსეთიდან დევნილ ავანგარდისტებთან ერთად, ესთეტიკური დიალოგის, მრავალკულტურული და მრავალნაციონალური თანამშრომლობის გარემოს შექმნას. „თბილისის ავანგარდი“ ევროპული ტიპის კულტურული ცენტრის შექმნის რეალური ამბავია, რომელიც შესაძლებლად სწორედ ცისფერყანწელებმა აქციეს. მათვე შესაძლებელი გახადეს, უკვე გასაბჭოებულ 1920-იანი წლების საქართველოში, მოდერნიზმის კულტურული ტენდენციის შენარჩუნება და გაფართოება.

„ცისფერ ყანწებს“ და ქართულ მოდერნიზმს აქტიური მოქმედებისათვის 10 წელზე ოდნავ მეტი ერგო. საბჭოთა რეჟიმმა ის სულ მალე აქცია ისტორიად, უფრო ზუსტად კი – დავიწყებულ ისტორიად, რომელიც კულტურული მეხსიერებიდან მიზანმიმართულად იქნა ამოშლილი. თუმცა ეს ისტორია, ეს გამოცდილება ქართველმა მკითხველმა არ დათმო, საბჭოთა პერიოდშიც და  დღესაც, როცა ის ცდილობს თავისუფალი კულტურული არჩევანის განხორციელებას, მიმართავს ქართული სიმბოლიზმის, „ცისფერი ყანწების“ გამოცდილებასაც.

როცა „ცისფერ ყანწებზე“ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ცამეტ ქართველ პოეტზე, ევროპულ სიმბოლიზმზე/მოდერნიზმზე, თბილისის ავანგარდსა და ქართულ მოდერნიზმზე, ტოტალიტარიზმსა და რეპრესიებზე, ლიტერატურისა და პოლიტიკის მიმართებაზე, ქართული ლიტერატურის/საქართველოს ევროპულ არჩევანზე.

== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==

19:47, 10 იანვარი 2021-ის ვერსია

ცისფერყანწელები — ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც 1920-იან წლებში ქართულ ლიტერატურაში დომინირებდა. დააარსეს ახალგაზრდა მწერლებმა ქუთაისში 1916 წელს და არსებობდა 1930-იან წლებამდე, როდესაც მოძრაობა საბჭოთა წყობილებამ უგემოვნოდ და უსარგებლოდ შერაცხა და დევნა დაუწყო.

მოძრაობის ჩამოყალიბების პერიოდში ქუთაისი ქართული ავანგარდული აზროვნების ცენტრს წარმოადგენდა. მიმდინარეობის წევრები იყვნენ ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა აფხაიძე, ნიკოლო მიწიშვილი, ალექსანდრე არსენიშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი და შალვა კარმელი (გოგიაშვილი). ისინი ახალგაზრდები და საზოგადოების ნაკლებად ცნობილები იყვნენ, ამიტომ გადაწყვიტეს ძველი თაობიდან მიემხროთ რომელიმე გამოჩენილი მოღვაწე. ასეთი იყო გრიგოლ რობაქიძე.[1] XX საუკუნის ქართველი პოეტი გალაკტიონ ტაბიძეც ამ ჯგუფთან ასოცირდებოდა თავიდან, თუმცა მოგვიანებით მან ეს გუნდი დატოვა. ამ გუნდთან დაახლოებული იყო ასევე მხატვარი ლადო გუდიაშვილი, რომელიც ხშირად ამ მწერლების პუბლიკაციებისთვის ილუსტრაციებს ქმნიდა.

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Rayfield, Donald (2000), The Literature of Georgia: A History. Routledge, ISBN 0-7007-1163-5
  • Seymour-Smith, Martin (1985), The New Guide to Modern World Literature. P. Bedrick Books, ISBN 0-87226-000-3
  • Lang, David Marshall (1962), A Modern History of Georgia. London: Weidenfeld and Nicolson.

სქოლიო

  1. გერონტი ქიქოძე, „თანამედროვის ჩანაწერები“ გვ. 101-102 — „არეტე“, თბილისი, 2003 ISBN 99940-745-6-3