ცხოველთა მიგრაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 12: ხაზი 12:


=== ამფიბიების მიგრაცია ===
=== ამფიბიების მიგრაცია ===
[[ამფიბიები|ამფიბიების]] მიგრაცია სუსტადაა გამოხატული. გამრავლების პერიოდში [[კუდიანი ამფიბიები|კუდიანი]] და [[უკუდო ამფიბიები|უკუდო ამფიბიების]] მრავალი სახეობა თავს იყრის [[წყალსატევები|წყალსატევებში]] და გადაადგილდება ხმელეთზე 5 [[კმ]]-მდე მანძილით


=== ქვეწარმავლების მიგრაცია ===
=== ქვეწარმავლების მიგრაცია ===
[[ქვეწარმავლები|ქვეწარმავალთაგან]] მიგრაცია ყველაზე მეტად სჩვევია [[ზღვის კუები|ზღვის კუს]]. [[ოკეანე|ოკეანის]] დინების მიმართულებასთან დაკავშირებული პასიური გადაადგილება ახასიათებს [[ზღვის გველები|ზღვის გველებს]].


=== თევზების მიგრაცია ===
=== თევზების მიგრაცია ===
[[თევზები|თევზების]] აქტიური მიგრაცია (ტოფობის, საკვების მოპოვებასთან დაკავშირებული, დასაზამთრებელი) მათი სასიცოცხლო ციკლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
თავისებურებაა.

პასიური მიგრაციის მაგალითია ზღვის ან მდინარის დინების მიერ პელაგური ქვირითისა და ლარვების გადატანა. [[მდინარის გველთევზა|მდინარის გველთევზას]] ლარვა [[გოლფსტრიმი|გოლფსტრიმის]] დინებას გადააქვს [[სარგასის ზღვა|სარგასის ზღვიდან]] [[ევროპა|ევროპისა]] და [[ჩრდილოეთ ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკის]] სანაპიროებისაკენ.



=== მწერების მიგრაცია ===
=== მწერების მიგრაცია ===

15:58, 19 ნოემბერი 2018-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

გნუები კვეთენ მდინარეს ყოველწლიური მიგრაციის დროს.

ცხოველთა მიგრაცია (ლათ. migrantisვინც, რაც გადასახლდება) — ცხოველთა გადაადგილება, რომელიც გამოწვეულია საარსებო პირობების შეცვლით ან დაკავშირებულია მათი განვითარების ციკლთან. პირველი შეიძლება იყოს რეგულარული (სეზონური, დღეღამური) ან არარეგულარული (გვალვის, ხანძრის, წყალდიდობისა და სხვა შემთხვევაში). მეორე ხელს უწყობს სახეობის განსახლებას და შეიძლება დაემთხვეს ლარვულ სტადიას (ასციდიებში, მარჯნებში, ღრუბლებში) ან სქესობრივი მომწიფების პერიოდს (ცხოველთა უმრავლესობაში). რეგულარული მიგრაციები ხორციელდება მეტ-ნაკლებად განსაზღვრული გზით. არარეგულარული მიგრაცია და განსახლება კი ხშირად ქაოსურია, მიგრაცია შეიძლება მიმდინარეობდეს ჰორიზონტალურად (ხმელეთზე და წყალში) და ვერტიკალურად (მთებში, ნიადაგში, წყლის სიზრქეში, მცენარეულ საფარში, აქტიურად და პასიურად. მიგრაციას შეისწავლიან ცხოველთა ნიშანდების, ფრინველთა დარგოლვის და სხვა გზით. ასეთი შესწავლა აუცილებელია მრავალი სახეობის თევზისა და ნადირ-ფრინველის წარმატებით რეწვისათვის, აგრეთვე მავნებლებთან (მაგ: გადამფრენ კალიასთან, მღრღნელებთან) ბრძოლისათვის.

მიგრაციის სახეები

ძუძუმწოვრების მიგრაცია

ძუძუმწოვართა შორის ყველაზე შორეული მიგრაცია ახასიათებს ვეშაპს, სელაპს, მორჟს. ზოგიერთი ხელფრთიანისათვის ნიშანდობლივია სეზონური მიგრაცია (მიმოფრენა) 1500 კმ და უფრო შორ მანძილზეც. ვერტიკალური სეზონური და დღე-ღამური მიგრაცია ახასიათებს ზოგიერთ ჩლიქოსანს. ციყვების, ყარსაღების, ლემინგების სიმრავლისას შეინიშნება მათი მასობრივი მიგრაცია, როცა ათასობით ინდივიდი ფართო ფრონტით მოძრაობს და გადალახავს წყლის მნიშვნელოვან დაბრკოლებას.

ფრინველთა მიგრაცია

ყველაზე უკეთ არის შესწავლილი ფრინველთა სეზონური მიგრაცია — მეტ-ნაკლებად შორეული ადგილგადანაცვლება ბუდობის ადგილიდან ზამთრობის ადგილისაკენ, რომლის დროსაც ფრინველთა ნაწილი მაინც უკან ბრუნდება.[1]

ამფიბიების მიგრაცია

ამფიბიების მიგრაცია სუსტადაა გამოხატული. გამრავლების პერიოდში კუდიანი და უკუდო ამფიბიების მრავალი სახეობა თავს იყრის წყალსატევებში და გადაადგილდება ხმელეთზე 5 კმ-მდე მანძილით

ქვეწარმავლების მიგრაცია

ქვეწარმავალთაგან მიგრაცია ყველაზე მეტად სჩვევია ზღვის კუს. ოკეანის დინების მიმართულებასთან დაკავშირებული პასიური გადაადგილება ახასიათებს ზღვის გველებს.

თევზების მიგრაცია

თევზების აქტიური მიგრაცია (ტოფობის, საკვების მოპოვებასთან დაკავშირებული, დასაზამთრებელი) მათი სასიცოცხლო ციკლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა.

პასიური მიგრაციის მაგალითია ზღვის ან მდინარის დინების მიერ პელაგური ქვირითისა და ლარვების გადატანა. მდინარის გველთევზას ლარვა გოლფსტრიმის დინებას გადააქვს სარგასის ზღვიდან ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებისაკენ.


მწერების მიგრაცია

წყლის უხერხემლოების მიგრაცია

ნავიგაცია

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში