ზაზა ოქუაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28: ხაზი 28:
| საიტი=
| საიტი=
}}
}}
'''ზაზა ოქუაშვილი''' (დ. [[31 მაისი]] [[1963]], [[თბილისი]]) — ქართველი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ქველმოქმედი, „[[ომეგა (ჯგუფი)|ომეგა ჯგუფი]]ს“ კომპანიებისა და სატელევიზიო არხ „[[იბერია (ტელეკომპანია)|იბერიას]]“ დამფუძნებელი და მფლობელი. 2016 წლის ნოემბერში აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად.
'''ზაზა ოქუაშვილი''' (დ. [[31 მაისი]] [[1963]], [[თბილისი]]) — ქართველი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ქველმოქმედი, „[[ომეგა (ჯგუფი)|ომეგა ჯგუფი]]ს“ კომპანიებისა და სატელევიზიო არხ „[[იბერია (ტელეკომპანია)|იბერიას]]“ დამფუძნებელი და მფლობელი. 2016 წლის ნოემბერში აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად. აქვს [[მაიორი|მაიორის]] სამხედრო წოდება.


==ბიოგრაფია==
==ბიოგრაფია==

18:02, 20 მარტი 2018-ის ვერსია

ზაზა ოქუაშვილი
დაბადების თარიღი 31 მაისი 1963
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებლები
პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
მეუღლე/ები ნატო ჩხეიძე
შვილ(ებ)ი რატი ოქუაშვილი
გიორგი ოქუაშვილი

ზაზა ოქუაშვილი (დ. 31 მაისი 1963, თბილისი) — ქართველი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ქველმოქმედი, „ომეგა ჯგუფის“ კომპანიებისა და სატელევიზიო არხ „იბერიას“ დამფუძნებელი და მფლობელი. 2016 წლის ნოემბერში აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად. აქვს მაიორის სამხედრო წოდება.

ბიოგრაფია

ოქუაშვილი დაიბადა და გაიზარდა თბილისში. მამამისი ინჟინერი, ხოლო დედამისი კი ექიმი იყო. ქალაქ თბილისის 55-ე საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც 1989 წელს დაამთავრა და ექიმად მუშაობა დაიწყო რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში (ანესთეზია და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება).

საქმიანობა

1991 წელს ოქუაშვილმა დააარსა „ომეგა ჯგუფი“, რომელიც დღეის მდგომარეობით ძალიან დივერსიფიცირებულია საქმიანობის კუთხით და წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ დამსაქმებელსა და გადასახადების გადამხდელს საქართველოში. „ომეგა“ მოიცავს „ომეგა მოტორსს“ (წარმოადგენს შემდეგ კომპანიებს: BMW, Mini, Iveco, Opel, Chevrolet, Maserati და Bentley); კომპანია „ოჯთ“-ს (სიგარეტების წარმოება, Philip Morris, Rothmans და R.J.Reynolds-თან პარტნიორობის ფარგლებში); და „ომეგა თეგი“ (სტამბა Heidelberg-თან პარტნიორობის ფარგლებში).

დღეის მდგომარეობით, ჯგუფმა საქართველოს ბიუჯეტში 1,5 მილიარდი ლარის (450 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის შემოსავალი გამოიმუშავა. ოქუაშვილმა ასევე შექმნა მედია კომპანიები. აღნიშნულ სეგმენტში აღსანიშნავია ტელეარხი „იბერიაა“, ეროვნული დამოუკიდებელი არხი, რომელიც პირველად ეთერში 2000 წელს გავიდა. შემდგომი სამი წლის განმავლობაში მან გაზეთი „ახალი ეპოქა“ დააარსა; ლიტერატურული ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“; საინფორმაციო სააგენტო „მედია ნიუსი“ და საქართველოს მწერალთა კავშირი, „ომეგა კლუბი“. მან ასევე დააარსა ლიტერატურული პრემია და ჟურნალისტებისათვის ყოველწლიური ჯილდო, „ივერიელი“.

2004 წლის 19 თებერვალს სპეცრაზმის შეიარაღებული და ნიღბიანი პირები ტელეარხ „იბერია ტვ“-ში შეიჭრნენ და „ომეგა ჯგუფის“ შენობა დაიკავეს. „იბერია“ იძულებული გახდა ეთერიდან გასულიყო, ლიცენზია გაუქმდა.

ოქუაშვილი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დიდი ბრიტანეთის მოქალაქის პასპორტი მიიღო. დიდ ბრიტანეთში მან დააარსა ბრიტანული ამხანაგობა და ასევე ახალი კომპანია AGT, რომელიც საქართველოში მისი ჰოლდინგების კონტროლს ახორციელებდა.

თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური ჩარევის შედეგად 2004 წელს მას „ომეგას“ აქტივები დაუბრუნეს. 2013 წელს საქართველოში ხელისუფლების შცვლის შემდეგ „იბერია ტვ“-ს აღუდგინეს ლიცენზია და ტელეარხი კვლავ ეთერში გავიდა.

2016 წელს ოქუაშვილი „ოქროს ფრთის“ ლაურეატი გახდა, მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. ასევე, 2016 წელს ოქუაშვილი „ჯორჯიან თაიმსის“ და საზოგადოებრივი აზრისა და საერთაშორისო ბიზნეს კვლევის ორგანიზაციის („გორბი“) მიერ წლის საუკეთესო ინვესტორად იქნა აღიარებული, ხოლო „ომეგა ჯგუფმა“ ჯილდოები მიიღო შემდეგ ნომინაციებში: უმსხვილესი ინვესტორი, ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიების შემოღება, ახალი სამუშაო ადგილები და მომსახურების უმაღლესი სტანდარტები. „იბერია ტვ“ ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

2010 წელს ოქუაშვილს ბიზნესისა და სამართლის თბილისის საერთაშორისო ინსტიტუტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. იმავე წელს მან მიიღო საპატრიარქოს სპეციალური დიპლომი საქველმოქმედო საქმიანობისთვის.

პოლიტიკური საქმიანობა

2016 წლის ნოემბერს ოქუაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ სიით. ის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხებისა და ფინანსების, ბიუჯეტისა და ეკონოიმიკის კომიტეტების წევრია.

მანამდე ოქუაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი იყო ორი ვადით, 1999 წლიდან 2003 წლამდე და 2003 წლიდან 2004 წლამდე.

1991 წლიდან 1996 წლამდე ოქუაშვილი აჭარის ინვალიდთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს ინვალიდთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

1993 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების არმიის მაიორის წოდება.

2015 წლიდან ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის საპატიო თავმჯდომარე.

პირადი ცხოვრება

ზაზა ოქუაშვილი დაქორწინებულია ნატო ჩხეიძეზე, ჰყავთ ორი შვილი — რატი და გიორგი.