მარგარიტა დე ვალუა (1523-1574): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 59: ხაზი 59:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1574]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1574]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 15 სექტემბერი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 15 სექტემბერი]]
[[კატეგორია:საფრანგეთის დედოფლები]]

16:45, 15 სექტემბერი 2017-ის ვერსია

მარგარეტ დე ვალუა
Margaret de Valois

მარგარეტ დე ვალუას პორტრეტი, ფრანსუა კოლუეტის ნახატი
ბერის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 1550
მმართ. დასასრული: 1574
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრე: ფრანსუა დე ვალუა
სავოიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 1559
მმართ. დასასრული: 1574
წინამორბედი: ბეატრიჩე პორტუგალიელი
მემკვიდრე: კატალინა მიკაელა ჰაბსბურგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 მაისი, 1553
გარდ. თარიღი: 27 მარტი, 1615 (61 წლის)
მეუღლე: ემანუელ ფილიბერტ სავოიელი
შვილები: შარლ ემანუელ სავოიელი
დინასტია: ვალუები
მამა: ფრანსუა I (საფრანგეთი)
დედა: კლაუდია დე ვალუა
რელიგია: კათოლიციზმი

მარგარეტ დე ვალუა (ფრანგ. Marguerite de Valois; დ. 5 ივნისი 1523 -გ.15 სექტემბერი 1574), ასევე ცნობილი როგორც დედოფალი მარგო და მარგარიტა ფრანგისაფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ისა და დედოფალ კლაუდიას ნაბოლარა ქალიშვილი.[1] 1550 წელს დააარსა საკუთარი ბერის საჰერცოგო რომლის მმართველიც თავად გახდა. 1559 წელს ცოლად გაჰყვა სავოიის ჰერცოგ ემანუელ ფილიბერტს, აქედან მოყოლებული მას სავოიის ჰერცოგინიის ტიტულიც ენიჭება. გარდაიცვალა 1574 წელს ტურინში.

ბიოგრაფია

ადრეული ცხოვრება

მარგარეტი დაიბადა საფრანგეთის სამეფო ოჯახში სენ-ჟერმენ-ან-ლაის სასახლეში.მისი მშობლები იყვნენ საფრანგეთის მეფე-დედოფალი ფრანსუა I და კლაუდია დე ვალუა. მარგარეტს ისევე როგორც მის დას, მადლენას დედის გარდაცვალების შემდეგ დედინაცვალი - ელეონორა და მამიდა, ნავარას დედოფალი, მარგარეტი ზრდიდა. 1533 წელს მის უფროს ძმას ანრის ცოლად შერთეს მდიდარი იტალიელი გოგონა ეკატერინე მედიჩი, და ახლა მარგარეტსაც უპირებდნენ გათხოვებას. მისი საქმრო იყო ესპანეთის მეფის და ს.რ.ი.-ს იმპერატორის კარლ V -ის უფროსი ვაჟი ფილიპე . თუმცა მისმა ძმებმა ფრანსისმა და შარლმა ეს ქორწინება არ დაუშვეს რადგან იცოდნენ რომ მასაც მადლენას ბედი ეწეოდა. 1547 წელს საფრანგეთის მეფე-დედოფალი ხდებიან მისი უფროსი ძმა ანრი და მისი მეუღლე ეკატერინე. 1550 წელის 29 აპრილს 26 წლის მარგარეტმა დააარსა საკუთარი ბერის საჰერცოგო რომლის მმართველიც თავადვე გახდა. 

ქორწინება

1559 წელს მისმა ძმამ, მეფე ანრიმ მას ახალი საქმრო უპოვნა - სავოიის ჰერცოგი ემანუელ ფილიბერტი. თავად ანრი კი ამავე წელს მოკვდა თავისი ქალიშვილის - ელიზაბეტას ქორწილში. ხოლო ტახტზე ადიან ანრის შვილი - ფრანსუა II და მისი მეუღლე, შოტლანდიის დედოფალი მარიამ სტიუარტი. მარიამი იყო მარგარეტის დის მადლენას ქმრის შვილი  მეორე ცოლისგან.

1559 წლის 9 ივლისს მარგარეტმა და ემანუელ ფილიბერტმა შუაღამისას იქორწინეს ჩუმად, წმინდა პავლეს ტაძარში. ამ ქორწინებას დაესწრო მხოლოდ დედოფალი ეკატერინე მედიჩი რომელიც თავისი მომაკვდავი ქმრის თხოვნით მივიდა იქ. ეკატერინე იჯდა თავისთვის სკამზე და მწარედ ქვითინებდა. 10 ივლისს კი ანრი გარდაიცვალა. 

უკანასკნელი წლები და გარდაცვალება

მარგარეტს და მის მეუღლეს მხოლოდ 1 შვილი ეყოლათ შარლ ემანუელი. მოგვიანებით შარლ ემანუელმა ცოლად შეირთო ესპანეთის ინფანტა კატალინა მიკაელა. კატალინა მიკაელას დედა იყო ელიზაბეტა ვალუა, მარგარეტის ძმის ანრის შვილი. 1574 წელს გარდაიცვალა მარგარეტი 51 წლის . იგი დაკრძალულია ქალაქ ტურინის საკათედრო ტაძარში.

ლიტერატურა

  •  Marshall, Rosalind K. (2003). Scottish Queens, 1034-1714. Tuckwell Press. p. 10o.
  • Seong-Hak Kim, Michel de L'Hôpital: The Vision of a Reformist Chancellor During the French Religious Wars, (Truman State University Press, 1997), 26.
  • Strage, Mark (1976). Women of Power: The Life and Times of Catherine de' Medici. New York and London: Harcourt, Brace & Jovanovich. pp.95-96
  • Strage, p.98

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Kathleen Wellman, Queens and Mistresses of Renaissance France, (Yale University Press, 2013), 277.