ყარსაღი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: clean up, removed: {{Link FA|nn}} using AWB
→‎ლიტერატურა: clean up, removed: {{Link GA|is}}, {{Link GA|no}} using AWB
ხაზი 57: ხაზი 57:


[[კატეგორია:ძაღლისებრნი]]
[[კატეგორია:ძაღლისებრნი]]

{{Link GA|is}}
{{Link GA|no}}

17:10, 28 იანვარი 2015-ის ვერსია

ყარსაღი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Alopex lagopus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 899

ყარსაღი (ლათ. Alopex lagopus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 50-75 სმ, მასა 6-10 კგ. აღწევს. აქვს მოკლე, მახვილი დინგი, პატარა მომრგვალებული ყურები, მოკლე თათები, სქელი და რბილი ბეწვი. შეფერილობის მიხედვით განასხვავებენ თეთრ ყარსაღს (ზამთრობით სავსებით თეთრია, ზაფხულობით — მონაცისფრო-მურა) და ცისფერ ყარსაღს (ზამთარ-ზაფხულ ბოლისფერ-ნაცრისფერია). ყარსაღი გავრცელებულია ევრაზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის ტუნდრასა და ტყე-ტუნდრაში. იკვებება მღრღნელებით, ფრინველებით და მათი კვერცხებით, ლეშით, კენკრით. შობს 7-12 ნაშიერს. ყარსაღი მნიშვნელოვანი სარეწაო ნადირია. განსაკუთრებით ძვირფასია ცისფერი ყარსაღის ტყავი.

ლიტერატურა