ლიბიის დროშა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა დროშა |სახელი = ლიბიის დროშა |სუბიექტი = ლიბია|ლი...
(განსხვავება არ არის)

13:19, 9 ნოემბერი 2012-ის ვერსია

ლიბიის დროშა
ლიბიის რესპუბლიკა
მიღებულია 24 დეკემბერი, 1951 (აღდგენილი იქნა 2011 წლის 17 თებერვალს)
პროპორცია 1:2
წინა დროშები

სამხედრო-საზღვაო ძალების დროშა
პროპორცია 2:3

ლიბიის რესპუბლიკის დროშალიბიის ერთ–ერთი სახელმწიფო სიმბოლო (გერბთან და ჰიმნთან ერთად). დროშის ცენტრალურ შავ ზოლში განთავსებულია თეთრი ნახევარმთვარე და ხუთქიმიანი ვარსკვლავი. დროშა ასევე შეიცავს წითელ (დროშის ზემოთა ნაწილი) და მწვანე (დროშის ქვემოთა ნაწილი) ზოლებს.

2011 წლის თებერვალში კადაფის წინააღმდეგ მომხდარი აჯანყების მონაწილეებმა დაიწყეს მონარქიის ყოფილი დროშის გამოყენება, რომელიც მოგვიანებით გახდა ეროვნული გარდამავალი საბჭოს ოფიციალური დროშა. 2011 წლის აგვისტოს ბოლოსთვის ლიბიის საელჩოების უმრავლესობამ გარდამავალი ეროვნული საბჭოს დროშა აღმართეს, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა აშშმ, დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთმა[1], საფრანგეთმა და ჩინეთმა ეს ორგანო ლიბიის კანონიერ ხელისუფლებად აღიარეს.


დროშის აგების წესი, სქემა

ისტორიული დროშები

1918—1923

დასავლეთ ლიბიაში ტრიპოლიტანიის რესპუბლიკის არსებობის დროს სახელმწიფო დროშად გამოიყენებოდა ცისფერი ფერის ნაჭერი, რომლის ცენტრში გამოსახული იყო მწვანე პალმა და თეთრი ვარსკვლავი.

1951—1969 (2011 - დღემდე)

თანამედროვე ლიბიის პირველი დროშა მიღებული იქნა 1951 წელს, როდესაც მან მიიღო დამოუკიდებლობა იტალიისგან. დროშა წარმოადგენდა მართკუთხა ნაჭერს, რომელიც შედგებოდა სამი ჰორიზონტალური ზოლისგან: ზემოთა - წითელი, შუა - შავი და ქვედა მწვანე ფერისგან. შავი ზოლის ცენტრში, რომელის სიგანე ორჯერ მეტი იყო ზედა და ქვედა ზოლებზე გამოსახული იყო თეთრი ნახევარმთვარე და ხუთქიმიანი ვარსკვლავი.

ლიბიის 2011 წლის რევოლუციის შემდეგ ეს დროშა ისევ აღადგინეს და დღემდე წარმოადგენს ლიბიის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოს.

1969—1971

1969 წლის ლიბიის რევოლუციის შედეგად არსებული დროშა შეიცვალა პან-არაბულ დროშაზე, რომელიც შედგებოდა სამი ერთნაირი ზომის ჰორიზონტალურად განლაგებული ფერისგან: წითელი-თეთრი-შავი.

1972—1977

1972 წლის 1 იანვარს ლიბია შეუერთდა არაბული რესპუბლიკების ფედერაციას, კანონის თანახმად შეიცვალა დროშაც. ფედერაციის დროშა ლიბიის 1969 წელს მიღებული დროშისგან განსხვავდებოდა პროპორციებით და ასევე თეთრ ზოლზე განთავსებული ოქროს შევარდნით, რომელსაც პრჭყალებში ეპყრა ლენტი, რომელზეც ეწერა არაბული სახელი რესპუბლიკისა.

1977—2011

1977 წლის 8 მარტს ლიბია გამოვიდა ფედერაციის შემადგენლობიდან; ქვეყნის ოფიციალური სახელი შეიცვალა „ლიბიის დიდი სახალხო არაბთა სოციალისტური ჯამაჰირიაზე“. 1977 წლის 11 ნოემბერს ლიბიის დროშა შეცვლილი იქნა ერთფეროვან მწვანე დროშაზე.

გალერეა

ისტორიული რეგიონალური დროშები

სქოლიო