ლიბიის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიბიის რესპუბლიკის დროშა
ლიბიის რესპუბლიკა
მიღებულია 24 დეკემბერი, 1951 (აღდგენილი იქნა 2011 წლის 17 თებერვალს)
პროპორცია 1:2
წინა დროშები

სამხედრო-საზღვაო ძალების დროშა
პროპორცია 2:3

ლიბიის რესპუბლიკის დროშალიბიის ერთ–ერთი სახელმწიფო სიმბოლო (გერბთან და ჰიმნთან ერთად). დროშის ცენტრალურ შავ ზოლში განთავსებულია თეთრი ნახევარმთვარე და ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ასევე შეიცავს წითელ (დროშის ზემოთა ნაწილი) და მწვანე (დროშის ქვემოთა ნაწილი) ზოლებს.

2011 წლის თებერვალში კადაფის წინააღმდეგ მომხდარი აჯანყების მონაწილეებმა ყოფილი მონარქიის დროშის გამოყენება დაიწყეს, რომელიც მოგვიანებით ეროვნული გარდამავალი საბჭოს ოფიციალური დროშა გახდა. 2011 წლის აგვისტოს ბოლოსთვის ლიბიაში განთავსებულმა საელჩოების უმრავლესობამ გარდამავალი ეროვნული საბჭოს დროშა აღმართეს, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა აშშმ, დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთმა[1], საფრანგეთმა და ჩინეთმა ეს ორგანო ლიბიის კანონიერ ხელისუფლებად აღიარეს.

დროშის აგების წესი, სქემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული დროშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918—1923[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთ ლიბიაში ტრიპოლიტანიის რესპუბლიკის არსებობის დროს სახელმწიფო დროშად გამოიყენებოდა ცისფერი ფერის ნაჭერი, რომლის ცენტრში გამოსახული იყო მწვანე პალმა და თეთრი ვარსკვლავი.

1951—1969 (2011 - დღემდე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ლიბიის პირველი დროშა მიღებული იქნა 1951 წელს, როდესაცქვეყანამ იტალიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. დროშა წარმოადგენდა მართკუთხა ნაჭერს, რომელიც შედგებოდა სამი ჰორიზონტალური ზოლისგან: ზემოთა - წითელი, შუა - შავი და ქვედა მწვანე ფერისგან. შავი ზოლის ცენტრში, რომლის სიგანე ორჯერ მეტი იყო ზედა და ქვედა ზოლებზე გამოსახული იყო თეთრი ნახევარმთვარე და ხუთქიმიანი ვარსკვლავი.

ლიბიის 2011 წლის რევოლუციის შემდეგ ეს დროშა ისევ აღადგინეს და დღემდე წარმოადგენს ლიბიის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოს.

1969—1971[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წლის ლიბიის რევოლუციის შედეგად არსებული დროშა შეიცვალა პან-არაბულ დროშაზე, რომელიც შედგებოდა სამი ერთნაირი ზომის ჰორიზონტალურად განლაგებული ფერისგან: წითელი-თეთრი-შავი.

1972—1977[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972 წლის 1 იანვარს ლიბია შეუერთდა არაბული რესპუბლიკების ფედერაციას, კანონის თანახმად შეიცვალა დროშაც. ფედერაციის დროშა ლიბიის 1969 წელს მიღებული დროშისგან განსხვავდებოდა პროპორციებით და ასევე თეთრ ზოლზე განთავსებული ოქროს შევარდნით, რომელსაც ბრჭყალებში ეპყრა ლენტი, რომელზეც რესპუბლიკის სახელი არაბულად ეწერა .

1977—2011[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977 წლის 8 მარტს ლიბია ფედერაციის შემადგენლობიდან გამოვიდა; ქვეყნის ოფიციალური სახელი შეიცვალა „ლიბიის დიდი სახალხო არაბთა სოციალისტური ჯამაჰირიათი“. 1977 წლის 11 ნოემბერს ლიბიის დროშა შეცვლილი იქნა ერთფეროვან მწვანე დროშაზე.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული რეგიონალური დროშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]