სუდანის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სუდანის დროშა
სუდანი

Flag of Sudan.svg

მიღებულია

1970 წლის 20 მაისს

პროპორცია

1:2

კომპიუტერული
დიზაინი

მართკუთხა სამფეროვანი ქსოვილი, რომელიც შედგება სამი თანაბარი ზომის ჰორიზონტალური წითელი (ზევით), თეთრი (შუაში) და შავი (ქვევით) ზოლისა და მწვანე სამკუთხედისაგან (მარცხნივ).

წინა დროშები

Flag of Sudan (1956–1970).svg
სუდანის დროშა 1956-1970 წწ-ში

პროპორცია

1:2

სუდანის დროშა (არაბ. علم السودان) — სუდანის სახელმწიფო და ეროვნული სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. მიღებულია 1970 წლის 20 მაისს და შედგება სამი თანაბარი ზომის ჰორიზონტალური წითელი, თეთრი და შავი ზოლისა და მწვანე სამკუთხედისაგან. დროშა დაფუძნებულია არაბთა განმათავისუფლებელ დროშაზე, რომელსაც ასევე ემყარება ეგვიპტის, ერაყის, სირიისა და იემენის დროშები და რომელიც იყენებს პან-არაბულ ფერებს, რომელთა შორისაც მწვანე ნაკლებად მნიშვნელოვანია. 1969 წელს ჯაფარ ნიმეირის მიერ მოწყობილ სამხედრო გადატრიალებამდე გამოიყენებოდა ლურჯ-ყვითელ-მწვანე სამფეროვანი დროშა.

სიმბოლური მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშაზე წითელი ფერი აღნიშნავს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, თეთრი — მშვიდობას, სინათლესა და ოპტიმიზმს, შავი — თავად ქვეყანას (სუდანი არაბულად „შავს” ნიშნავს). იგი ასევე აღნიშნავს მაჰდისტების აჯანყების მომწყობი ნაციონალისტების შავ დროშას. მწვანე კი განასახიერებს ისლამს, ასევე სიმდიდრესა და სოფლის მეურნეობას.[1]

1956-1970 წწ-ის დროშა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაერთიანებული სამეფოსა და ეგვიპტისაგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ერთი წლის შემდეგ, 1956 წელს დაამტკიცეს ლურჯ-ყვითელ-მწვანე სამფეროვანი დროშა, რომელიც გამოიყენებოდა 1970 წელს თანამედროვე დროშის მიღებამდე.[2] დროშის ფერები განასახიერებდნენ მდინარე ნილოსს (ლურჯი), საჰარის უდაბნოსა (ყვითელი) და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს (მწვანე). დროშის ფერებად სპეციალურად შეირჩა ეთნიკურად და პოლიტიკურად ნეიტრალური ფერები.[3]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული დროშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონების დროშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. World Flags 101. Sudan Flag - World Flags 101. WorldFlags101.com. Moxy Media. წაკითხვის თარიღი: 2008-08-09.
  2. http://flagspot.net/flags/sd-hist.html
  3. http://www.rbvex.it/africapag/sudanrb.html