გეოდინამიკა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
|||
ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
== რესურსები ინტერნეტში == |
== რესურსები ინტერნეტში == |
||
*[http://www.geodynamics.org გეოდინამიკის გამოსათვლელი ინფრასტრუქტურა] {{en}} |
|||
*[http://www.geodynamics.org Computational Infrastructure for Geodynamics - Open-source geodynamics software] |
|||
*[http://gsc.nrcan.gc.ca/geodyn/index_e.php |
*[http://gsc.nrcan.gc.ca/geodyn/index_e.php გეოდინამიკა] {{en}} |
||
*[http://geodynamics.jpl.nasa.gov/ |
*[http://geodynamics.jpl.nasa.gov/ გეოდინამიკა - JPL/NASA] {{en}} |
||
*[http://denali.gsfc.nasa.gov/ |
*[http://denali.gsfc.nasa.gov/ პლანეტური გეოდინამიკა] {{en}} |
||
*[http://ees5-www.lanl.gov/EES5/geo_main.html Los Alamos geodynamics lab] |
|||
{{თარგი:გეოლოგია}} |
{{თარგი:გეოლოგია}} |
06:56, 13 აპრილი 2012-ის ვერსია
გეოდინამიკა (ბერძ. gē – მიწა და დინამიკა) — გეოლოგიური მეცნიერების დარგი, რომელიც მიზნათ ისახავს ენდოგენური პროცესების შესწავლას. ამისათვის იგი კომპლექსურად იყენებს კვლევის გეოლოგიურ, გეოფიზიკურ და გეოქიმიურ მეთოდებს. გეოდინამიკა მჭიდროდაა დაკავშირებული გეოფიზიკასთან, გეოქიმიასთან, პეტროლოგიასთან, ტექტონიკასთან.
იგი ემყარება საერთო ფიზიკისა და ქიმიის კანონებს. ფართოდ იყენებს ასევე პლანეტოლოგიის ცნობებს.
გეოდინამიკამ როგორც მეცნიერებამ ჩამოყალიბება XX საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. მის სათავეებთან იმთავითვე დადგა გერმანელი მეცნიერი ალფრედ ვეგენერი და ამერიკელი გეოლოგი არტურ ჰოლმსი. გეოდიმანიკის შემდგომ განვითარებაზე დიდად იზრუნეს ვლადიმერ მაგნაცკიმ, ვლადიმერ ბელოუსოვმა, პეტრე კროპოტკინმა და სხვებმა.
შიდა ღრმა პროცესების შესასწავლად საჭიროა მზის სისტემის პლანეტების წარმოშობისა და ევოლუციურ თეორიული კონცეფციების დამუშავება. ამასთანავე გეოდინამიკა იკვლევს ლითოსფეროს ფილების მოძრაობის მექანიზმს, რის საფუძველზე სწავლობს დინამიკურ პირობებს.
გამოიყოფა გეოდინამიკის რამდენიმე განხრა:
- საერთო გეოდინამიკა (ე.ი. საკუთრივ გეოდინამიკა, რომელიც სწავლობს დედამიწის შიდა გარსებს);
- კერძო გეოდინამიკა (შეისწავლის დედამიწის გარეგან გარსებს);
- რეგიონული გეოდინამიკა (შეისწავლის ლითოსფეროს ფილებს დედამიწის ზედაპირის კონკრეტულ ტერიტორიებზე);
- ისტორიული გეოდინამიკა (ახდენს გეოლოგიურ წარსულის გეოდიმანიკური გარემოების აღდგენას).
ლიტერატურა
- Батугин А.С. Геодинамическое районирование. Москва. МГГУ. 2003. ISBN 5-94999-007-2.
რესურსები ინტერნეტში
- გეოდინამიკის გამოსათვლელი ინფრასტრუქტურა (ინგლისური)
- გეოდინამიკა (ინგლისური)
- გეოდინამიკა - JPL/NASA (ინგლისური)
- პლანეტური გეოდინამიკა (ინგლისური)
|