დედამიწის მაგნიტური ველი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედამიწის ველის კომპიუტერული სიმულაცია ნორმალური პოლარულობის პერიოდში. ხაზები წარმოადგენენ მაგნიტური ველის ხაზებს

დედამიწის მაგნიტური ველი, გეომაგნიტური ველიმაგნიტური ველი, რომელიც გენერირებულია დედამიწის შიდა წყაროებით. დედამიწის მაგნიტურ ველს სივრცის ყოველ წერტილში ახასიათებს T მაგნიტური დაძაბულობის ვექტორი, რომლის მიმართულება და სიდიდე მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში განისაზღვრება სამი მდგენელით; X — ჩრდილოეთისა, Y — აღმოსავლეთისა, Z — ვერტიკალურით ან დედამიწის მაგნეტიზმის სამი ელემენტით: H მაგნიტური დაძაბულობის ჰორიზონტალური მდგენელით, D მაგნიტური მიხრილობით და I მაგნიტური დახრილობით. დედამიწის მაგნიტური ველის ელემენტები: D, I, H ან T, X, Y, Z იზომება მაგნიტური ხელსაწყოებით. XVIII საუკუნემდე აკვირდებობდნენ მხოლოდ D და I ელემენტებს, რომლებიც XV და XVI საუკუნეებში აღმოაჩინეს. H მდგენელის ზუსტი აბსოლუტური მნიშვნელობა პირველად განსაზღვრა კარლ ფრიდრიხ გაუსმა ქალაქ გეტინგენში 1832 წელს. მანვე შექმნა დედამიწის მაგნიტური ველის მათემატიკური მოდელი 1839 წელს.

ძირითადი დედამიწის მაგნიტური ველი განიცდის უწყვეტ ნელ ცვლილებას, რომელსაც საუკუნეობრივი სვლა ეწოდება. ძირითადი დედამიწის მაგნიტური ველის სივრცითი განაწილების შესასწავლად მაგნიტური აგეგმვით მიღებული სიდიდების საფუძველზე დგება მაგნიტური რუკები, სადაც მაგნიტური ელემენტების თანაბარი მნიშვნელობები მრუდეებით არის შეერთებული: დედამიწის ზედაპირის რომელიმე უბნისათვის გეომაგნიტური ველის ელემენტების დაკვირვებით მიღებული მნიშვნელობის გადახრას ნორმალურისაგან მაგნიტური ანომალია ეწოდება. ცვალებადი დედამიწის მაგნიტური ველი გაპირობებულია ატმოსფეროს ზედა ფენებში და უფრო მაღლა არსებული ელექტრული დენების სისტემებით. დედამიწის მაგნიტურ ველს შეისწავლის დედამიწის მაგნეტიზმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ნოდია მ., დედამიწის მაგნეტიზმი, ტ. 1-2, თბ., 1959;