ვლადიმერ ბელოუსოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმერ ბელოუსოვი
Vladimir Belousov.jpg
დაბ. თარიღი 17 (30) ოქტომბერი 1907
დაბ. ადგილი მოსკოვი[1]
გარდ. თარიღი 25 დეკემბერი 1990(1990-12-25)[2] (83 წელი)
გარდ. ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
სამეცნიერო სფერო გეოლოგია
მუშაობის ადგილი გეოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

ვლადიმერ ვლადიმერის ძე ბელოუსოვი (რუს. Белоусов, Владимир Владимирович; დ. ძველი სტილით [17 ოქტომბერი], ახალი სტილით [30 ოქტომბერი] 1907, მოსკოვი, — გ. 25 დეკემბერი 1990, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი გეოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1953). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოდინამიკის ინსტიტუტის თავმჯდომარე (1944 წლიდან). მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მოსკოვის გეოლოგიურ-საძიებო ინსტიტუტის პროფესორი (1943 წლიდან). საერთაშორისო ორგანიზაციის — „ზედა მანტიის პროექტის“ შექმნის ინიციატორი და მისი კომიტეტის წარმომადგენელი (1960 წლიდან).

ბელოუსოვის ძირითადი შრომები ეძღვნება ტექტონიკის, ტექტონოფიზიკისა და გეოფიზიკის ზოგად საკითხებს. დედამიწის ქერქის რყევითი მოძრაობების ისტორიის შესწავლისათვის შეიმუშავა კვლევის ახალი მეთოდები და გამოიყენა იგი კავკასიისა და რუსეთის ბაქნის გეოლოგიური ისტორიის უკეთ გასაცნობად. ბელოუსოვის მიერ არის გამოყოფილი დანაოჭების რამდენიმე ტიპი და აგრეთვე შემუშავებული აქვს დედამიწის ქერქის განვითარების კონცეფცია.

ბელოუსოვი როგორც ფიქსიზმის მიმდევარი, იყო „ახალი გლობალური ტექტონიკის“ პრინციპული მოწინააღმდეგე, ე.ი. იგი ემხრობოდა დედამიწის ზედაპირზე კონტინენტების მდებარეობის უცვლელობისა და დედამიწის ქერქის განვითარებაში ვერტიკალურ ტექტონიკურ მოძრაობათა უპირატესობის დებულებებს.

1960 წელს მონაწილეობა მიიღო საბჭოთა პროგრამის — ზეღრმა ბურღვის შემუშავებაში. 1963 წელს ბელოუსოვმა მეცნიერებაში შემოიტანა ტერმინი „გეონომია“, რომელიც წარმოადგენს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა — გეოლოგიის, გეოფიზიკისა და გეოქიმიის საერთო სახელწოდებას.

გამოჩენილი გეოლოგის ვიქტორ ხაინის თქმით ვლადიმერ ბელოუსოვი იყო XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეცნიერ გეოლოგი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 3 შრომის წითელი დროშის ორდენითა და საპატიო ნიშნის ორდენით.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Очерки геохимии природных газов, Л., 1937;
  • Большой Кавказ, ч. 1—3, Л. —М., 1938—40;
  • Общая геотектоника, М. —Л., 1948;
  • Основные вопросы геотектоники, 2 изд., М., 1962;
  • Структурная геология, М., 1961;
  • Земная кора и верхняя мантия океана, М., 1968.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]