ენდოგენური პროცესები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენდოგენური პროცესებიდედამიწის შინაგანი ძალებით განპირობებული გეოლოგიური პროცესები, რომლებიც უმთავრესად დედამიწის წიაღში მიმდინარეობს. ენდოგენური პროცესები განპირობებულია დედამიწის ნივთიერების განვითარების შედეგად გამოყოფილი ენერგიით, აგრეთვე გრავიტაციისა და დედამიწის ბრუნვის შედეგად წარმოქმნილი ძალების მოქმედებით.

ენდოგენურ პროცესებს განეკუთვნება ტექტონიკური, მაგმური, ჰიდროთერმული და მეტამორფული პროცესები, მ.შ. მრავალი სასარგებლო წიაღისეულის საბადოს წარმოქმნა.

ენდოგენური პროცესების განვითარების ზოგადი კანონზომიერებები კარგად არის შესწავლილი, მათი გამომწვევი ძალების შესახებ კი მხოლოდ ჰიპოთეზები არსებობს. ენდოგენური პროცესებისა და ეგზოგენური პროცესების შედეგად წარმოიწმნება დედამიწის რელიეფი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]