მამა გაბრიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ბიოგრაფია: ბევრი გადაუმოწმებელი ფაქტია
ხაზი 7: ხაზი 7:


=== სიყმაწვილე და გზა ტაძრისკენ ===
=== სიყმაწვილე და გზა ტაძრისკენ ===
[[ფაილი:Monk Gabriels Blood.jpg|thumb|100px|left|სინჯარა, რომელშიც გადმოცემით მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლია შენახული.]]მამა გაბრიელმა დაამთავრა [[თბილისი|თბილისის]] 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. [[1949]] წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა [[ბათუმი|ბათუმში]]. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათს და პარასკევს [[მარხვა|მარხვას]] და ასევე [[ეკლესია|ეკლესიაში]] სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან [[ხუცური]] დამწერლობა. 1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, უფლის სადიდებლად, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია, სადაც კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი, თუ მიტოვებული ხატები დააბრძანა. ხელისუფლება რამდენჯერმე ცდილობდა დაენგრია ეკლესია, მაგრამ უშედეგოდ (ეკლესია დღესაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე). [[1954]] წელს მამა გაბრიელმა თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს [[მეუფე]] გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით. [[1955]] წელს [[წმიდანი თავნი მოციქულთანი პეტრე და პავლე|პეტრე-პავლეს]] ეკლესიაში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს მოხდა მამა გაბრიელის [[დიაკონი|დიაკვნად]] კურთხევა, ხოლო [[1955]] წლის 23 [[თებერვალი|თებერვალს]] [[მოწამეთა|მოწამეთას მონასტერში]]. ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის [[ბერი|ბერად]] აღკვეცა და მისივე თხოვნით [[წმინდა გაბრიელ ათონელი]]ს სახელი უწოდა. ამავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა. [[1956]] წელს [[მღვდელ-მონაზონი]] გაბრიელი ავადმყოფობის გამო ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას, მის თხოვნას წინ უსწრებს [[დოკუმენტი]] იმის შესახებ, რომ იგი უკვე დათხოვნილია, ამავე წლის მაისში იგი ინიშნება [[წმინდა ნინო|წმინდა ნინოს]] ეკლესიაში მთავარ დიაკვნად. სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელი მოღვაწეობდა მცხეთაში, [[სამთავრო (ტაძარი)|სამთავროს დედათა მონასტერში]].
[[ფაილი:Monk Gabriels Blood.jpg|thumb|100px|left|სინჯარა, რომელშიც გადმოცემით მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლია შენახული.{{ფაქტი}}]]მამა გაბრიელმა დაამთავრა [[თბილისი|თბილისის]] 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. [[1949]] წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა [[ბათუმი|ბათუმში]]. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათს და პარასკევს [[მარხვა|მარხვას]] და ასევე [[ეკლესია|ეკლესიაში]] სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან [[ხუცური]] დამწერლობა. 1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, უფლის სადიდებლად, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია, სადაც კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი, თუ მიტოვებული ხატები დააბრძანა. ხელისუფლება რამდენჯერმე ცდილობდა დაენგრია ეკლესია, მაგრამ უშედეგოდ (ეკლესია დღესაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე). [[1954]] წელს მამა გაბრიელმა თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს [[მეუფე]] გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით. [[1955]] წელს [[წმიდანი თავნი მოციქულთანი პეტრე და პავლე|პეტრე-პავლეს]] ეკლესიაში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს მოხდა მამა გაბრიელის [[დიაკონი|დიაკვნად]] კურთხევა, ხოლო [[1955]] წლის 23 [[თებერვალი|თებერვალს]] [[მოწამეთა|მოწამეთას მონასტერში]]. ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის [[ბერი|ბერად]] აღკვეცა და მისივე თხოვნით [[წმინდა გაბრიელ ათონელი]]ს სახელი უწოდა. ამავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა. [[1956]] წელს [[მღვდელ-მონაზონი]] გაბრიელი ავადმყოფობის გამო ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას, მის თხოვნას წინ უსწრებს [[დოკუმენტი]] იმის შესახებ, რომ იგი უკვე დათხოვნილია, ამავე წლის მაისში იგი ინიშნება [[წმინდა ნინო|წმინდა ნინოს]] ეკლესიაში მთავარ დიაკვნად. სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელი მოღვაწეობდა მცხეთაში, [[სამთავრო (ტაძარი)|სამთავროს დედათა მონასტერში]].


=== ბერის გაბედული ნაბიჯები კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ===
=== ბერის გაბედული ნაბიჯები კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ===
მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. [[1965]] წელს 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს დაწვა [[ლენინი]]ს 12 მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: ''”იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა, და არა [[ლენინი]]ს სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს”''. [[კრემლი|კრემლიდან]] გაიცა ბრძანება ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ შეიცვალა უზენაესი სასამართლოს 1965 წ. 3 აგვისტოს განჩინებით. მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.{{ფაქტი}}
მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია.{{ფაქტი}} [[1965]] წელს 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს დაწვა [[ლენინი]]ს 12 მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: ''”იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა, და არა [[ლენინი]]ს სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს”''{{ფაქტი}}. [[კრემლი|კრემლიდან]] გაიცა ბრძანება ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ შეიცვალა უზენაესი სასამართლოს 1965 წ. 3 აგვისტოს განჩინებით.{{ფაქტი}} მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.{{ფაქტი}}


=== ბოლო წლები და ბერის ანდერძი ===
=== ბოლო წლები და ბერის ანდერძი ===
ხაზი 17: ხაზი 17:
მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა [[სამთავრო (ტაძარი)|მცხეთის დედათა მონასტრის]] ტერიტორიაზე არსებულ, მეფე [[მირიან III]] კოშკში. [[1995]] წელს [[ბერი]] [[წყალმანკი|წყალმანკით]] მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა [[ილია II]]-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. [[1995]] წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ დაკრძალულია [[ბერ-მონაზვნური წესი|ბერ-მონაზვნური წესით]], ჭილოფში გახვეული, მცხეთის [[სამთავრო (ტაძარი)|დედათა მონასტრის]] სასაფლაოზე. არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად - დღემდე უხრწნელია<ref>[http://www.orthodoxy.ge/biografiebi/beri_gabrieli_tskhovreba.htm ბერის უხრწნელი სისხლი (იხ. სტატიის დასასრულს)]</ref>. მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ეს ფენომენი მეცნიერულად, დღემდე შეუსწავლელია<ref>[http://orthodoxy.wanex.net/sastsaulebi/beri_gabrieli_sastsaulebi.htm გაბრიელ ბერის სასწაულმოქმედი ზეთი და სასწაულები]</ref>.
მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა [[სამთავრო (ტაძარი)|მცხეთის დედათა მონასტრის]] ტერიტორიაზე არსებულ, მეფე [[მირიან III]] კოშკში. [[1995]] წელს [[ბერი]] [[წყალმანკი|წყალმანკით]] მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა [[ილია II]]-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. [[1995]] წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ დაკრძალულია [[ბერ-მონაზვნური წესი|ბერ-მონაზვნური წესით]], ჭილოფში გახვეული, მცხეთის [[სამთავრო (ტაძარი)|დედათა მონასტრის]] სასაფლაოზე. არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად - დღემდე უხრწნელია<ref>[http://www.orthodoxy.ge/biografiebi/beri_gabrieli_tskhovreba.htm ბერის უხრწნელი სისხლი (იხ. სტატიის დასასრულს)]</ref>. მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ეს ფენომენი მეცნიერულად, დღემდე შეუსწავლელია<ref>[http://orthodoxy.wanex.net/sastsaulebi/beri_gabrieli_sastsaulebi.htm გაბრიელ ბერის სასწაულმოქმედი ზეთი და სასწაულები]</ref>.


მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალების თარიღი, ასევე არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, რომ გაბრიელის საფლავზე დაშვებული წმინდა [[სვეტი]] მას წმინდანად შერაცხავს.
მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალების თარიღი, ასევე არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, რომ გაბრიელის საფლავზე დაშვებული წმინდა [[სვეტი]] მას წმინდანად შერაცხავს.{{ფაქტი}}


==ციტატები==
==ციტატები==

18:10, 2 დეკემბერი 2010-ის ვერსია

არქიმანდრიტი გაბრიელი

მამა გაბრიელი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე; დ. 26 აგვისტო, 1929 — გ. 2 ნოემბერი, 1995), ქართველი საეკლესიო მოღვაწე - არქიმანდრიტი, ბერი.

ბიოგრაფია

ბავშვობა

მამა გაბრიელი დაიბადა თბილისში თეთრიწყაროს 11 ნომერში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად, ოჯახში სადაც ქრისტეს ხსენება მკაცრად იყო აკრძალული. მამა, ვასილ ურგებაძე კომუნისტური პარტიის წევრი იყო, რომელიც მეუღლეს უკრძალავდა ქრისტიანულ ცხოვრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. ვასილ ურგებაძე, მამუკინის (ნავთლუღის) სოფლის საბჭოს თავმჯდომარე, და ამავე დროს შინსახკომის წარმომადგენელი იყო. 1931 წელს ვასილ ურგებაძე შეთქმულებმა ჯერ ყელსახვევით გაგუდეს, შემდეგ კი ტყვია ესროლეს. მამის გარდაცვალების შემდეგ მამა გაბრიელს მოფერებით, ვასიკოს ეძახდნენ. ერთხელ, მცირეწლოვანი ვასიკო მოულოდნელად ავად გახდა, მისი გადარჩენის იმედი არავის არ ქონდა, მაგრამ, მოულოდნელად ბავშვი გამოჯანმრთელებულა და თამაში დაუწყია.

სიყმაწვილე და გზა ტაძრისკენ

სინჯარა, რომელშიც გადმოცემით მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლია შენახული.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !

მამა გაბრიელმა დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათს და პარასკევს მარხვას და ასევე ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური დამწერლობა. 1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, უფლის სადიდებლად, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია, სადაც კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი, თუ მიტოვებული ხატები დააბრძანა. ხელისუფლება რამდენჯერმე ცდილობდა დაენგრია ეკლესია, მაგრამ უშედეგოდ (ეკლესია დღესაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე). 1954 წელს მამა გაბრიელმა თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს მეუფე გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით. 1955 წელს პეტრე-პავლეს ეკლესიაში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს მოხდა მამა გაბრიელის დიაკვნად კურთხევა, ხოლო 1955 წლის 23 თებერვალს მოწამეთას მონასტერში. ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით წმინდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა. ამავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა. 1956 წელს მღვდელ-მონაზონი გაბრიელი ავადმყოფობის გამო ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას, მის თხოვნას წინ უსწრებს დოკუმენტი იმის შესახებ, რომ იგი უკვე დათხოვნილია, ამავე წლის მაისში იგი ინიშნება წმინდა ნინოს ეკლესიაში მთავარ დიაკვნად. სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელი მოღვაწეობდა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში.

ბერის გაბედული ნაბიჯები კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ

მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! 1965 წელს 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს დაწვა ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: ”იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა, და არა ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს”საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !. კრემლიდან გაიცა ბრძანება ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ შეიცვალა უზენაესი სასამართლოს 1965 წ. 3 აგვისტოს განჩინებით.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !

ბოლო წლები და ბერის ანდერძი

მამა გაბრიელის საფლავი
კოშკი რომელშიც მამა გაბრიელმა ბოლო წლები გაატარა

მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III კოშკში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. 1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ დაკრძალულია ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე. არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად - დღემდე უხრწნელია[1]. მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ეს ფენომენი მეცნიერულად, დღემდე შეუსწავლელია[2].

მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალების თარიღი, ასევე არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, რომ გაბრიელის საფლავზე დაშვებული წმინდა სვეტი მას წმინდანად შერაცხავს.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !

ციტატები

  • ღმერთი არ იძლევა დიდი ნიჭს დიდი განსაცდელის გარეშე. ღმერთი ყველა იმ ზომით მოგვივლენს განსაცდელს, რისი ატანაც შეგვიძლია, შესაბამისად გვეძლევა ღვთის მადლიც.
  • ნათლული რომ წარწყმდეს და ჯოჯოხეთში მოხვდეს, ნათლიასაც მოეკითხება თუ როგორ და რამდენად იზრუნა მან თავისი ნათლულის სულის გადარჩენისათვის.
  • მღვდელმა ზიარებისთვის პირველად მოსული მიუხედავად მისი ცოდვების სიმძიმისა აუცილებლად უნდა აზიაროს.
  • ნუ მოგერიდებათ რომ ყოველთვის და ყველაფერს ჯვარი გარდასახოთ. ჯვარშია მთელი ძალა.
  • საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ტალანტი და თუ არ გამოიყენა ეს ძალა, როგორც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა ვეშაპმა, ისე მოუვა მას. თქვენი ტალანტი რწმენაა, ამრავლეთ და უთხარით სხვებსაც.
  • ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შეძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს.
  • ბოლო ჟამია, თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით, იგი კარზე კი არ აკაკუნებს, არამედ შემოგლეჯას ლამობს. ცალ-ცალკე ნუ ივლით, ერთად იარეთ, რომ ბოროტებამ არ გადაგჩეხოთ, ლოცვა მთებს ძრავს.
  • პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, ვერაფერს დაგიშავებთ. ეს არ არის ბეჭედი. უნდა თქვათ მამაო ჩვენო, ჯვარი გარდასახოთ, ასხუროთ ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება.
  • ყოველი ცოდვა მტრობაა უფლისა. ვის ემტერები, იცი რას გიზამს!?
  • გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე.
  • ანტიქრისტე უკვე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე.
  • ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით. ყველაფერი იქნება ტელევიზიით. ეს არის ღვთის წყალობა, რათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში.
  • წმინდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან - ტელევიზიით გადასცემენ.
  • ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.

ლიტერატურა

  • ოთარ ნიკოლაიშვილი : ქრისტეს აღმსარებელი თანამედროვე საქართველოში 2003 წელი,
  • ჟურნალი ”მართლმადიდებლური სიტყვა”, ა.შ.შ. 1992 წ.
  • მამა გაბრიელის ნაუბარი. 2005 წელი © ოთარ ნიკოლაიშვილი.
  • ღვთაებრივი სასწაულები და კურნებები (მადლიერი ერისაგან), I,II და III ნაწილი. © ოთარ ნიკოლაიშვილი. 2005 წ.
  • ბერის დიადემა, თბილისი, 2006 წ.

სქოლიო

ბმულები

ინტერნეტ რესურსები

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: