შინაარსზე გადასვლა

სონგ ცინგ ლინგი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როზამონდ სონგ ცინგ ლინგი
როზამონდ სონგ ცინგ ლინგი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა16 მაისი, 1986
პრემიერ-მინისტრი  ჭაო წ იანგი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 აპრილი, 1959 – 17 იანვარი, 1975
პრეზიდენტილიუ შაო ცი (1968–1972)
დონგ ბი უ (დროებითი)
წინამორბედიჭუ დე
მემკვიდრეულანჰუ(1983)

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 ოქტომბერი, 1968 – 24 თებერვალი, 1972
პრეზიდენტიმაო ძედუნი
პრემიერ-მინისტრიჭოუ ენ ლაი
წინამორბედილიუ შაო ცი(თავმჯდომარე)
მემკვიდრედონგ ბი უ(თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი)

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 იანვარი, 1975 – 29 მაისი, 1981
პრეზიდენტიჭუ დე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ოქტომბერი, 1949 – 27 სექტემბერი, 1954
პრეზიდენტიმაო ძედუნი
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეჭუ დე

დაბადებული27 იანვარი, 1893
შანხაი, ძიანგსუ, ცინგის დინასტია
გარდაცვლილი29 მაისი, 1981
პეკინი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
პოლიტიკური პარტიაქუომინთანგი (1919-1947)
კომინტერნი (1930–1943)
კუომინთანგის რევოლუციური კომიტეტი(1948–1981)
ჩინეთის კომუნისტური პარტია(1981)
მამაჩარლი სონგი (1915–1925)
დედანი ქვაი-ცენგი
მეუღლესუნ იატსენი
განათლებაუესლეიანის უნივერსიტეტი
საქმიანობამდივანი, ინგლისური ენის თარჯიმანი, პოლიტიკოსი, აქტივისტი
რელიგიამეთოდიზმი

როზამონდ სონგ ცინგ ლინგი ((ჩინ.: 宋庆龄) დ. 27 იანვარი, 189329 მაისი, 1981) — ჩინელი პოლიტიკოსი. სუნ იატსენის, რომელიც იყო 1911 წლის რევოლუციის (რომელმაც დააარსა ჩინეთის რესპუბლიკა) ერთ-ერთი ლიდერი, მესამე ცოლი. ის იყო სონგების ოჯახის წარმომადგენელი და თავის დებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩინეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში 1949 წლამდე და მის შემდეგ.

1949 წლის შემდეგ, როდესაც დაარსდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, მას დაკავებული ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა ახლად ჩამოყალიბებულ მთავრობაში, მათ შორის იყო ვიცე-თავმჯდომარე (1949-1954; 1959-1975), ასევე სრულიად ჩინეთის წამომადგენელთა კრების ვიცე-თავმჯდომარე (1954–1959; 1975–1981). იგი ხშირად მოგზაურობდა, განსაკუთრებით ადრეულ 1950-იან წლებში და არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებზე წარადგენდა საკუთარ ქვეყანას. ჩინეთის კულტურული რევოლუციის პერიოდში მას ხშირად აკრიტიკებდნენ.[1] მას შემდეგ რაც 1968 წელს პრეზიდენტი ლიუ შაო ცი თანამდებობიდან გადააყენეს, იმჟამინდელმა ვიცე-პრეზიდენტებმა სონგ ცინგ ლინგმა და დონგ ბი უმ დაიკავეს მისი თანამდებობა და 1972[2] წლამდე მოიხსენიებოდნენ, როგორც ჩინეთის სახელმწიფოს დე-ფაქტო მეთაურებად. 1972 წელს დონგ უ დაინიშნა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად. ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს სონგი გადაურჩა პოლიტიკურ ქაოსს, მიუხედავად ამისა 1976 წლამდე ნაკლებად ჩნდებოდა. მას ერთდროულად ეკავა სრულიად ჩინეთის წამომადგენელთა კრების თავმჯდომარის თანამდებობის შემსრულებელის თანამდებობა 1976 წლიდან 1978 წლამდე, ასევე სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის შემსრულებლის პოზიცია. 1981 წელს, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, მიანიჭეს „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საპატიო პრეზიდენტის“ წოდება.

ცხოვრება და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სონგ ცინგ ლინგი დაიბადა შანხაიში. მამა, ჩარლი სონგი, იყო ბიზნესმენი და მისიონერი. მან დაამთავრა შანხაის ქალთა საშუალო სკოლა, შემდგომში სწავლა გააგრძელა უესლეიანის კოლეჯში, რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერტებულ შტატებში, კერძოდ ჯორჯიის შტატში.[3] როგორც მისი დები ცინგ ლინგიც თავისუფლად საუბრობდა ინგლისურ ენაზე, რადგან განათლება უმეტესად ინგლიურ ენაზე ჰქონდა მიღებული. მისი ქრისტიანული სახელია როზამონდი.

1915 წლის 25 ოქტომბერს სონგი დაქორწინდა სუნ იატსენზე, რომელიც იყო ჩინეთის 1911 წლის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი და ქუომინთანგის (ნაციონალისტური პარტია) დამაარსებელი. მისი მშობლები ამ ქორწინების სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან სუნ იატსენი ცინგ ლინგზე 26 წლით უფროსი იყო. 1925 წელს, როდესაც სუნი გარდაიცვალა სონგი გახდა ქუომინთანგის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. 1927 კომუნისტები გააძევეს ნაციონალისტური პარტიიდან, სონგი იძულებული გახდა დაეტოვებინა ჩინეთი და წასულიყო მოსკოვში, რადგან მას ბრალად დასდეს ქმრის იდეოლოგიებისადმი ღალატი.

სუნ იატსენისა და სონგ ცინგ ლინგის ქორწინების ფოტოსურათი (1915)

როდესაც სონგი დაბრუნდა ჩინეთში საბოლოოდ გაწყვიტა ურთიერთობა ოჯახთან და ღიად დაუჭირა მხარი კომუნიზმს, განსაკუთრებით ჩინეთის სამოქალაქო ომის პერიოდში. 1948 წელს, იგი გახდა ქუომინთანგის მემარცხენე ფრთის რევოლუციური კომიტეტის საპატიო თავმჯდომარე. როდესაც ჩინეთის სამოქალაქო ომში კუმინაზმმა გაიმარჯვა და დაემხო ნაციონალისტური პარტია, სონგმა დატოვა შანხაი და 1949 წელს წავიდა პეკინში, რათა დასწრებოდა ჩინეთის სახალხო პოლიტიკურ საკონსულტაციო კონფერენციას, რომელზეც შეიქმნა ახალი ცენტრალური მთავრობა. იმავე წლის 1 ოქტომბერს სონგი მიიწვიეს თიანანმენის მოედანზე, რათა აღენიშნათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დააარსება. ნაციონალისტურმა მთავრობამ სონგის წინააღმდეგ გამოსცა დაკავების ორდენი,[4] მაგრამ ის მალევე გააუქმეს, რადგან კომუნიზმმა მოიპოვა სამხედრო გამარჯვება.

1950 წელს სონგი გახდა ჩინეთის ეროვნული ადიმინსტრაციული ცენტრის თავმჯდომარე, რომელიც აერთიანებდა რამდენიმე ორგანიზაციას, რომლებიც აგვარებდნენ ხალხთან კეთილდღეობისა და მათი დახმარების საკითხებს. სონგის ფონდი სახელად „ჩინეთის კეთილდღეობა“ ჩამოყალიბდა ინსტიტუტად და დაიწყო ჩინური ჟურნალის გამოცემა, რომელიც დღეს ცნობილია როგორც ჟურნალი სახელად „ჩინეთი დღეს“. 1952 წელს გამოაქვეყნეს მისი ნაშრომთა კრებული, რომელიც ახალი ჩინეთის კონცეფციას აღწერდა.[5]

1951 წლის აპრილში სონგს მიენიჭა სტალინის მშვიდობის პრემია.[5]

მაო ძედუნი, სონგი და დენგი 1957 წლის კომუნისტებისა და მუშათა პარტიის საერთაშორისო შეხვედრაზე

ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს (1966-1976), სონგს აკრიტიკებდნენ წითელი გვარდიის ფრაქციები. ერთხელ, მისი მშობლების საფლავები წაბილწეს და მათი ცხედრები გარეთ გამოფინეს. ამ შემთხვევის შემდეგ იმდროინდელმა პრემიერმა ჭოუ ენ ლაიმ სონგი „დაცვის ქვეშ მყოფ პირთა“ სიაში შეიყვანა.

1975 წელს სონგი აირჩიეს ჩინეთის ნაციონალური კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარედ.[6]

ცხოვრების ბოლო წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთის კულტურული რევოლუციის შემდგომ სონგი ნაკლებად ჩნდებოდა საზოგადოებაში მისი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამისდა მიუხედავად მისი სტატიები ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მაინც ხშირად იბეჭდებოდა პრესაში. ის ბოლოს საზოგადოებაში გამოჩნდა ინვალიდის ეტლში მჯდომარე 1981 წლის 8 მაისს, როდესაც ხალხთა დიდ დარბაზში გადასცეს სამართლის დოქტორის ხარისხი (ვიქტორიას უნივერსიტეტიდან). რამდენიმე დღის შემდეგ მას დაეწყო მაღალი სიცხეები და ვეღარ შეძლო გამოჯანმრთელება. 1981 წლის 16 მაისს, მის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, იგი მიიღეს კომუნისტური პარტიის ოფიციალურ წევრად და მიანიჭეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საპატიო თავმჯდომარის ტიტული (中华人民共和国名誉主席). ის იყო ერთადერთი პიროვნება რომელიც ამ ტიტულს ფლობდა.[7] სონგის ერთ-ერთი ბიოგრაფის თქმით მას 1957 წლის შემდეგ სურდა გამხდარიყო კომუნისტური პარტიის წევრი. მიუხედავად მისი სურვილისა მისი თხოვნა უარყვეს, რადგან პარტიაში ფიქრობდნენ რომ რევოლუციისთვის უმჯობესი იყო თუ სონგი ოფიციალურად არ შეუერთდებოდა პარტიას, მაგრამ ის ყოველთვის შეძლებდა პარტიის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში მიეღო მონაწილეობა და მის მოსაზრებების ღიად დაფიქსირება.[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Epstein 1993, p. 551.
  2. Leaders of China (People's Republic of China), zarate.eu from 11 May 2017, retrieved 12 July 2017.
  3. Hahn 1941, pp. 43–45.
  4. „Mme. Sun Yat-Sen Ordered Arrested“. Los Angeles Times. 9 October 1949. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი 2020.
  5. 5.0 5.1 Klein & Clark 1971, p. 786.
  6. Sheng, Yonghua. 《宋庆龄年表》[A Chronology of Song Qingling]. Guangdong People's Press, 2006, 2: 601.
  7. Epstein 1993, pp. 616–617.
  8. Epstein 1993, p. 491.