სვეტლანა მკრტჩიანი-ფეიქრიშვილი
პირადი ინფორმაცია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სრული სახელი | სვეტლანა მკრტჩიანი-ფეიქრიშვილი | ||||||||||||||
დაბ. თარიღი | 2 მაისი, 1961 | ||||||||||||||
დაბ. ადგილი | ფერღანა, უზბეკეთის სსრ, სსრ კავშირი | ||||||||||||||
სპორტი | |||||||||||||||
ქვეყანა |
სსრ კავშირი საქართველო | ||||||||||||||
სპორტი | სპორტული აკრობატიკა | ||||||||||||||
კლუბი | „განათლების განყოფილება“ თბილისი | ||||||||||||||
მწვრთნელი | ვ. გურგენიძე | ||||||||||||||
|
სვეტლანა მკრტჩიანი-ფეიქრიშვილი (დ. 2 მაისი, 1961, ფერღანა, უზბეკეთის სსრ, სსრ კავშირი) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი (სპორტული აკრობატიკა) და მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევროპისა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი (1982) ქალთა წყვილებში (ლუდმილა გლაზუნოვასთან ერთად),[კომ. 1][1] საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1981, 1982, 1983) და საბჭოთა კავშირის თასის სამგზის მფლობელი (1981, 1984, 1985). სხვადასხვა რესპუბლიკური, საკავშირო თუ საერთაშორისო შეჯიბრებათა პრიზიორი.[2]
1983 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი.
ძირითადი შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დისციპლინა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | ადგილი | ქულები |
---|---|---|---|---|
მრავალჭიდი | გაერთიანებული სამეფო, ლონდონი | მსოფლიო ჩემპიონატი 1982 | 29,40 | |
პირველი ვარჯიში | გაერთიანებული სამეფო, ლონდონი | მსოფლიო ჩემპიონატი 1982 | 19,60 | |
მეორე ვარჯიში | გაერთიანებული სამეფო, ლონდონი | მსოფლიო ჩემპიონატი 1982 | 19,63 |
წყარო: sportsacrobatics.info.
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მსოფლიო ჩემპიონი
- მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი
- 1982 (პირველი ვარჯიში)
- ევროპის ჩემპიონი
- ევროპის ვიცე-ჩემპიონი
- 1982 (პირველი ვარჯიში)
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
- 1981, 1982, 1983
- საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1984 წელს გაიმართა შეიარაღებული ძალების საკავშირო პირველობა აკრობატიკაში, სადაც ქალთა წყვილებში 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონები სვეტლანა მკრტჩიანი და ლუდმილა ლოგუნოვა შეჯიბრების პირველი დღის შემდეგ მეხუთე ადგილზე იყვნენ, მაგრამ, გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა. შემდგომ ისინი შესანიშნავად გამოვიდნენ და პირველი ადგილიც დაიკავეს.[2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 683, ISBN 99928-20-32-2.
- ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 273. 371 გვ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1982 წელს ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) ჩატარდა ევროპის მე-4 ჩემპიონატი სპორტულ აკრობატიკაში, რომლის შედეგებიც განისაზღვრა, ასევე ლონდონში ჩატარებულ მე-5 მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპელი სპორტსმენების გამოსვლების შედეგების მიხედვით.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 ძაგანია, ჯემალ (გურამ). ქართული სპორტის ლაურეატები. მსოფლიო ჩემპიონები: 50. მკრტჩიან-ფეიქრიშვილი სვეტლანა — აკრობატიკა (1982); ევროპის ჩემპიონები: 67. მკრტჩიან-ფეიქრიშვილი სვეტლანა — აკრობატიკა (1980) // „ლელო“, 10–12 ოქტომბერი, 2006, № 78 (12046), გვ. 3.
- ↑ 2.0 2.1 ზენკო, ალა. ჩემპიონები სამ სახეობაში // „ლელო“, 21 თებერვალი, 1984, № 37 (7598), გვ. 3.
- ↑ 5th World Championships. World Championships Results. Pairs. www.sportsacrobatics.info. ციტირების თარიღი: 9 აპრილი, 2022.
- ↑ 1982 World Acrobatics Championships. Women's Pairs. www.gymn-forum.net. ციტირების თარიღი: 9 აპრილი, 2022.
- ↑ V чемпионат мира и IV чемпионат Европы по спортивной акробатике. ციტირების თარიღი: 9 აპრილი, 2022.