სვეტლანა მკრტჩიანი-ფეიქრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სვეტლანა მკრტჩიანი-ფეიქრიშვილი
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი სვეტლანა მკრტჩიანი-ფეიქრიშვილი
დაბ. თარიღი 2 მაისი, 1961 (1961-05-02) (62 წლის)
დაბ. ადგილი ფერღანა, უზბეკეთის სსრ, სსრ კავშირი
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი სპორტული აკრობატიკა
კლუბი „განათლების განყოფილება“ თბილისი
მწვრთნელი ვ. გურგენიძე
მედლები
მსოფლიო ჩემპიონატი
ოქრო ლონდონი 1982 მრავალჭიდი
ვერცხლი ლონდონი 1982 I ვარჯიში
ოქრო ლონდონი 1982 II ვარჯიში

სვეტლანა მკრტჩიანი-ფეიქრიშვილი (დ. 2 მაისი, 1961, ფერღანა, უზბეკეთის სსრ, სსრ კავშირი) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი (სპორტული აკრობატიკა) და მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპისა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი (1982) ქალთა წყვილებში (ლუდმილა გლაზუნოვასთან ერთად),[კომ. 1][1] საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1981, 1982, 1983) და საბჭოთა კავშირის თასის სამგზის მფლობელი (1981, 1984, 1985). სხვადასხვა რესპუბლიკური, საკავშირო თუ საერთაშორისო შეჯიბრებათა პრიზიორი.[2]

1983 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი.

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი ქულები
მრავალჭიდი დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო, ლონდონი მსოფლიო ჩემპიონატი 1982 1st 29,40
პირველი ვარჯიში დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო, ლონდონი მსოფლიო ჩემპიონატი 1982 2nd 19,60
მეორე ვარჯიში დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო, ლონდონი მსოფლიო ჩემპიონატი 1982 1st 19,63

წყარო: sportsacrobatics.info.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ჩემპიონი
  • 1st 1982 (მრავალჭიდი)[3][1]
  • 1st 1982 (მეორე ვარჯიში)[4]
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი
  • 2nd 1982 (პირველი ვარჯიში)
ევროპის ჩემპიონი
  • 1st 1982 (მრავალჭიდი)[5][1]
  • 1st 1982 (მეორე ვარჯიში)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი
  • 2nd 1982 (პირველი ვარჯიში)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
  • 1st 1981, 1982, 1983
საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი
  • 1981, 1984, 1985

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984 წელს გაიმართა შეიარაღებული ძალების საკავშირო პირველობა აკრობატიკაში, სადაც ქალთა წყვილებში 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონები სვეტლანა მკრტჩიანი და ლუდმილა ლოგუნოვა შეჯიბრების პირველი დღის შემდეგ მეხუთე ადგილზე იყვნენ, მაგრამ, გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა. შემდგომ ისინი შესანიშნავად გამოვიდნენ და პირველი ადგილიც დაიკავეს.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1982 წელს ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) ჩატარდა ევროპის მე-4 ჩემპიონატი სპორტულ აკრობატიკაში, რომლის შედეგებიც განისაზღვრა, ასევე ლონდონში ჩატარებულ მე-5 მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპელი სპორტსმენების გამოსვლების შედეგების მიხედვით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ძაგანია, ჯემალ (გურამ). ქართული სპორტის ლაურეატები. მსოფლიო ჩემპიონები: 50. მკრტჩიან-ფეიქრიშვილი სვეტლანა — აკრობატიკა (1982); ევროპის ჩემპიონები: 67. მკრტჩიან-ფეიქრიშვილი სვეტლანა — აკრობატიკა (1980) // „ლელო“, 10–12 ოქტომბერი, 2006, № 78 (12046), გვ. 3.
  2. 2.0 2.1 ზენკო, ალა. ჩემპიონები სამ სახეობაში // „ლელო“, 21 თებერვალი, 1984, № 37 (7598), გვ. 3.
  3. 5th World Championships. World Championships Results. Pairs. www.sportsacrobatics.info. ციტირების თარიღი: 9 აპრილი, 2022.
  4. 1982 World Acrobatics Championships. Women's Pairs. www.gymn-forum.net. ციტირების თარიღი: 9 აპრილი, 2022.
  5. V чемпионат мира и IV чемпионат Европы по спортивной акробатике. ციტირების თარიღი: 9 აპრილი, 2022.