შინაარსზე გადასვლა

სახელმწიფო მინისტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სახელმწიფო მინისტრი (ფრანგ. Ministre d'État), უპორტფელო მინისტრი — მთავრობის წევრი, ცალკეულ დროებით საკითხთა მოსაგვარებლად დანიშნული პირი მთავრობის შემადგენლობაში.

სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა გავრცელებულია საფრანგეთში, მიუხედავად იმისა, რომ ის არაა მოხსენიებული საფრანგეთის 1958 წლის კონსტიტუციაში. მმართველობის ფრანგული მოდელის გავრცელებასთან ერთად სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც, სადაც შერეული, ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობაა.

სახელმწიფო მინისტრი, როგორც წესი, ითვლება მთავრობის წევრად. ხშირად ის ინიშნება პრეზიდენტის მიერ, რათა პრეზიდენტმა გაზარდოს საკუთარ მხარდამჭერთა რიცხვი მთავრობის შემადგენლობაში. სახელმწიფო მინისტრების თანამდებობები შემოიღება სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი, მაგრამ დროებითი ამოცანების გადასაჭრელად. სახელმწიფო მინისტრი არ მართავს სამინისტროს, მას მხოლოდ მცირერიცხოვანი აპარატი გააჩნია. ამიტომაც სახელმწიფო მინისტრებს „უპორტფელო მინისტრებს“ უწოდებენ.

სახელმწიფო მინისტრები საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ სახელმწოდების თანამდებობა საქართველოში კიდევ არსებობს, მაგრამ არსებითად, ის 1995-2004 წლებში ის არ წარმოადგენდა სახელმწიფო მინისტრს კლასიკური გაგებით, არამედ ეს იყო პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი.

სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა საქართველოში დაწესდა 2004 წელს. საქართველოს მთავრობის შემადგენლობის ხშირ ცვლასთან ერთად იცვლებოდა სახელმწიფო მინისტრების თანამდებობები და დასახელებები. ამჟამად მოქმედი სახელმწიფო მინისტრებია:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]