შინაარსზე გადასვლა

სანსკრიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანსკრიტი
संस्कृतम
გავრცელებულია ინდოეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 49 736 მშობლიური ენა
ოფიციალური სტატუსი კლასიკური ენა
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ოჯახი:
ინდოირანული ენები
ინდოარიული ენები
სანსკრიტი
დამწერლობის სისტემა დევანაგარი
ენის კოდები ISO 639-1: sa
ISO 639-2: san
ISO/DIS 639-3: san
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-sa}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიასანსკრიტი

სანსკრიტი (სანსკრ. संस्कृत, saṃskṛta, „დამუშავებული“, „სრულყოფილებამდე მიყვანილი“) — ლიტერატურული ძველინდური ენა. მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ინდურ ჯგუფს.

სანსკრიტი უმდიდრესი ლიტერატურის ენაა. იგი დღევანდლამდე ინდოეთში კულტურული ცხოვრების მთელ რიგ სფეროებში გამოიყენება.

სანსკრიტის უფრო არქაულ და გრამატიკულ მიმართებაში ნაკლებად ნორმალიზებულ ფორმას წარმოადგენს ე.წ. ვედური ენა, ანუ ვედების, ინდოეთის უძველეს ლიტერატურულ და რელიგიურ-ფილოსოფიურ ძეგლთა ენა.

ტერმინი „სანსკრიტი“ შეიძლება გამოყენებულიქნას როგორც ვიწრო მნიშვნელობით (ვედურის გარეშე), ასევე უფრო ფართო მნიშვნელობითაც (თავად სანსკრიტისა და ვედურის ჩათვლით).

სანსკრიტის რამდენიმე სახეობას განასხვავებენ: ეპიკური სანსკრიტი – დიადი ეპიკური პოემების მაჰაბჰარატას და რამაიანას ენა, კლასიკური სანსკრიტი – დანარჩენი მხატვრული, რელიგიურ-ფილოსოფიური, სამეცნიერო და მისთანა ლიტერატურის ენა. განცალკევებულად დგას ე.წ. ბუდისტური სანსკრიტი, რომელმაც შუასაუკუნეების ინდური ენის ზეგავლენა განიცადა და მკვეთრად გასხვავდება კლასიკური სანსკრიტის ნორმებისგან.

ვედების და მათთან კავშირში მყოფ ლიტერატურის ქრონოლოგიური ჩამოყალიბება შეიძლება (დაახლ.) დათარიღებულიქნას ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლო – I საუკუნის შუაზე, ხოლო ეპოსისა – უმთავრესად ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარზე, რომელმაც ჩვ.წ. I ათასწლეულში თავის ოქროს ხანა განიცადა.

ძველინდურმა ლინგვისტებმა (უმთავრესად კი – პანინიმ, ძვ.წ. 5-4 საუკუნეში) შექმნეს სანსკრიტის უღრმესი და სრულყოფილი გრამატიკული აღწერა. ძველინდური გრამატიკული ტრადიცია ჩვენს დროშიც დიდ გავლენას ახდენს გრამატიკული სისტემის აღწერებსა და ლექსიკონების შექმნაზე. ამ სისტემიდან აღებულია სანსკრიტული ტერმინოლოგიის უმთავრესი ნაწილი.

უძველესი დროიდან სანსკრიტს ფლობდნენ ინდოელი ქურუმები (ბრაჰმანები), რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ენის ურთულეს გრამატიკას და სანსკრიტზე ოდითგანვე შექმნილ უზარმაზარ ლიტერატურას მასწავლებლისგან (გურუ) მოსწავლეზე ზეპირად გადასცემდნენ. დაბალი წარმოშობის მოსახლეობისთვის სანსკრიტთან ხელშეხება დაშვებული არ იყო.

ევროპელები სანსკრიტს XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში გაეცნენ. მათ აღმოაჩინეს სანსკრიტის ლექსიკურ-გრამატიკული მსგავსება ძველბერძნულსა და ლათინურ ენებთან. აქედან გამომდინარე სანსკრიტი ამ ბოლო ორ ენასთან ერთად ძველი მსოფლიოს ერთ-ერთ კლასიკურ ენად ითვლება და მსოფლიოს უმეტეს უნივერსიტეტში ენათმეცნიერებათა ფაკულტეტებზე შეისწავლება.

პუნა, კალკუტა, ვარანასი, მადრასი და სხვა ინდოეთში დღევანდელი სანსკრიტოლოგიის უმთავრესი ცენტრებია.

სანსკრიტისთვის გამოიყენება დამწერლობა დევანაგარი. ის სამწერლო ენად იხმარებოდა მე-6 საუკუნიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე. მიუხედავად იმისა, რომ სანსკრიტი დიდი ხანია, რაც მკვდარი ენაა, მას დღემდე ხმარობენ სწავლულები.

სანსკრიტზე დაწერილია ეპიკური ნაწარმოებები:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]