ინდოარიული ენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ინდოარიული ენების გავრცელება 1978 წელს

ინდოარიული ანუ ინდური ენებიინდოარიელების მშობლიური ენების ჯგუფი და ინდოეთის სუბკონტინენტის დომინანტი ენათა ოჯახი. ინდოარიული ენები ქმნიან ინდოირანული ენების ოჯახის ქვეჯგუფს, რომელიც თავად ინდოევროპული ენების ოჯახის ერთ-ერთ ქვეოჯახს წარმოადგენს. ინდოარიულ ენებზე მოლაპარაკენი, ინდოევროპული ენების წარმომადგენელთა თითქმის ნახევარს შეადგენენ.

ინდოარიულ ენათაგან ყველაზე მეტი მოსაუბრე ჰყავს შემდეგ ენებს: ჰინდუსტანი (ჰინდი-ურდუ, დაახლოებით 250 მლნ. მოსაუბრე), ბენგალური (დაახ. 200 მლნ.), პენჯაბური (დაახ. 100 მლნ.)[1], მარათული (დაახ. 70 მლნ.), გუჯარათული და რაჯასტანული (დაახ. 50 მლნ.), ბოჯპური ენა (დაახ. 40 მლნ.), ორია ენა (დაახ. 30 მლნ.), სინდჰური ენა (დაახ. 25 მლნ.), და სარაიკული დიალექტი (დაახ. 20 მლნ.). ასევე ნეპალური, სინჰალური და ასამური ენები (დაახ. 15 მლნ. ერთად). ამ ენებზე მოლაპარაკეთა რიცხვი საერთო ჯამში 900 მილიონს აღწევს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]