სამედ ვურღუნის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი
სამედ ვურღუნის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო რუსული დრამატიული თეატრი (აზერ. Səməd Vurğun adına Azərbaycan dövlət rus dram teatrı) — პროფესიონალური სახელმწიფო დრამის თეატრი ბაქოში, რომელიც მოქმედებს 1920 წლიდან.
თეატრის ისტორიიდან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავისუფალი სახელმწიფო სატირიკული აგიტთეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1920 წლის 20 დეკემბერს „სახალხო კომისარიატის“ დადგენილებით ბაქპში შედგა თავისუფალი სახელმწიფო სატირ-აგიტთეატრის გრანდიოზული გახსნა. თეატრი ჩამოყალიბდა თბილისის ნ. ბელიევის დასის „ღამურის“ საფუძველზე. თეატრი ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი იყო ვ. შვეიცერი, ადმინისტრატორი - პ. ორეშკოვი, ლიტერატორი - ნ. გოროდეცკაია, მხატვარი - ბ. ვორონოვი. მომავალში თეატრს ხელმძღვანელობდა ვ. სახნოვსკი. თეატრი არსებობდა 1923 წლამდე.
ბაქოს მუშათა თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1923 წლის 29 აპრილის ბაქოს საქალაქო კომიტეტის გადაწყვეტილებით, „თავისუფალ სატირ-აგიტთეატრს“ ბაქოს მუშაკთა თეატრი დაარქვეს. 25 ოქტომბერს, თეატრში სპექტაკლის „ქალაქი ბეჭედში“ პრემიერა შედგა, ს. მინინის პიესის მიხედვით. ახალი დასის შემადგენლობაში შედიოდნენ მოსკოვის, ოდესისა და ირკუტსკის მსახიობები. თეატრის რეპერტუარი ძირითადად რევოლუციური საბჭოთა და უცხოური დრამისგან შედგებოდა. 1924 წელს ბაქოს მუშათა თეატრში გაიხსნა პრაქტიკული სამეცადინო სტუდია, რომელსაც სათავეში ედგნენ პროფესიონალები - რეჟისიორები ვ.ფიოდოროვი და ს. მაიოროვი, მსახიობი მიხეილ ჟაროვი. დასის არტისტები იყვნენ - ფაინა რანევსკაია, ვ. კუზნეცოვი, მხატვრები - ს.ეფიმენკო და ი. შლეტენოვი.
აზერბაიჯანის სახელმწიფო წითელდროშიანი რუსული დრამატული თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1937 წელს თეატრს ეწოდა აზერბაიჯანის სახელმწიფო წითელდროშიანი რუსული დრამატული თეატრი. ამ პერიოდში დაიწყო გასტროლები ჩრდილოეთ კავკასიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. თეატრთან არის დაკავშირებული ისეთი რეჟისორების პოპულარიზაცია როგორებიც იყვნენ დ. გუტმანი, ე. ლოიტერი, ა. ივანოვა, ა. რიდალი, ი. იდაიათ-ზადე.
მ. ამუშოვის სახელთენაა დაკავშირებული თეატრის წარმატების პერიოდი. ამ დროს თეატრის რეპერტუარს წარმოადგენდა რუსული და უცხოური კლასიკოსების პიესები. თეატრში მოღვაწეობდნენ მსახიობები - ვ. შირიე, რ. გინზბურგი, კ. ადამოვი, მ. ლეზგიშვილი, ა მელშკინი და სხვები.
სამედ ვურღუნის სახელობის რუსული დრამატიული თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1956 წელს თეატრს მიანიჭეს აზერბაიჯანელი სახალხო პოეტის სამედ ვურღუნის სახელი. მის შემდეგ თეატრის სახელწოდებაა სამედ ვურღუნის სახელობის რუსული დრამატიული თეატრი.
60-80 წლების პერიოდი დაკავშირებული შემდეგი რეჟისორების ხელოვნებასთან — გ. ახმედოვა-მარტინოვას, დ. სელიმოვას, ი. ხასინას, ე.სახაროვას, ე. ბეიბუთოვას, ე. ალიევას, რ. იბრაჰიმბეკოვას. შემდეგ დასი შეივსო ნიჭიერი მსახიობებით — მ. იაგიაზროვი, ტ. გალაკიჩიევას, ლ. დუხოვნაია, ა. შაროვსკი, ნ. შაშიქ-ოღლუ, რ. ამირბეკოვა, მ. მაგერრამოვი, ს. მირზაგასანოვი და სხვ.
სამედ ვურღუნის სახელობის რუსული დრამატიული თეატრი ორჯერ იყო დაჯილდოებული შრომის წითელი დროშის ორდენით.
დღესდღეობით დასის შემადგენლობაში არიან ახალგაზრდა თაობის არტისტები, რომლებმაც დაასრულეს აზერბაიჯანის სახელმწიფო ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქორეოგრაფიული სკოლა და დრამატული თეატრის სტუდია.
შემოქმედებითი ჯგუფი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეჟისორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალექსანდრე შაროვსკი - აზერბაიჯანის სახალხო არტისტი
- ბორის ლუკინსკი - აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი
- ირანა თაღი-ზადე - აზერბაიჯანის დამსახურებული მოღვაწე ხელოვნებაში
დასი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანის სახალხო არტისტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფუად ფოლადოვი
- ჰაჯი მურად იაგიზაროვი
- იური ბალიევი, საფა მირზაგასანოვი
- მაბუდ მაგერრამოვი
- ალექსანდრა ნიკუშინა
- ფახრადდინ მანაფოვი
აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რიტა ამირბეკოვა
- ნატალია ბალიევა
- ევგენია ნევმერჟიცკაია
- აიან მირკასიმოვა
- ნატალია შაროვსკაია
- ზინაიდა სიბილევა
- ფუად ოსმანოვი
- ფირდოუსი ათაქიშიევი
- მელექ აბას-ზადე
- ელენა სპიცინა
- ასკერ რაგიმოვი
- ამირ ნაგიევი
- ნაინა იბრაგიმოვა
- ელვირა ასლანოვა
მსახიობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარია დუბოვიცკაია
- ბორის ბროდსკი
- ნათავან გაჯიევა
- იაროსლავ ტრიფონოვი
- ჰაჯარ აღაევა
- ზაურ ტერეგულოვი
- ფარიდა ნესტერენკო
- მურად მამედოვ
- ელშად მურტუზოვ
- ბელა საფინა
- თეიმურ რაგიმოვი
- ოლეგ ამირბეკოვი
- რუფათ ნაზაროვ
- იოსიფ ტკაჩი
- მაკსუდ მამედოვი
- სალმან ბაირამოვი
- ლალა სულეიმანოვა
- მედინა მულლაევა
- ნათიგ ჰუსეინოვი
- ელმირა ასლანოვა
- იაგუბ ზეინალოვი
- ლიუდმილა საპრიკინა
- ზუმრუდ მამედოვა
- ალექსეი საპრიკინი
- ინა იმრანოვა
- მაია ვორობჟანსკაია
- მარიამ ადიგოზალოვა
მხატვრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალექსანდრე ფიოდოროვი (აზერბაიჯანის კულტურის დამსახურებული მოღვაწე)
- ოლღა აბასოვა
რეპერტუარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სპექტაკლები უფროსებისთვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უილიამ შექსპირი: „მეფე ლირი“, ტრაგედია
- უილიამ შექსპირი: „ზაფხულის ღამის სიზმარი“, კომედია
- რიჩარდ ბაერი: „შერეული გრძნობები“, სიყვარულის ისტორია
- ელჩინი: „ვარსკვლავი, სიყვარული და შამპანიური“, კრიმინალური შემთხვევა
- ელჩინი: „ჯოჯოხეთის მდგმურები“
- ელჩინი: „ტელესკოპი“
- რაფი შარტი: „ჩემს ცოლს ჰქვია მორისი“, კომედია
- ჟან ანუუი: „ტოროლა“, მისტიური ტრაგედია
- მაკსუდ იბრაჰიმბეკოვი: „მისი აღმატებულება, როლს როისი“, ფანტასმაგორია
- თედორე დოსტოევსკი: „ძმები კარამაზოვები“
- ჟ.რასინი: „ფედრა“, ტრაგედია
- რეი კუნი: „ძალზედ ცოლიანი ტაქსისტი“, კომედია
- მიხაილ ზადორნოვი: „მინდა ვიყიდო ქმარი“, კომედია
- ოლეგ ერნევი: „არასაოჯახო პორტრეტი ინტერიერში“, კომედია
- კ. გოლდონი: „მირანდოლინა“, კომედია
- მ. კამოლეტი: „ოხ, ეს ანა“, კომედია
- ტ. კოროტკოვა: „პოკერი, ფული და სიყვარული“, ირონიული დეტექტივი
- ა. ოსტროვსკი: „მგლები და ცხვრები“, კომედია
- მირზა ფათალი ახუნდოვი: „მუსიე ჟორდანი“, კომედია
- ნიზამი განჯევი: „შვიდი მზეთუნახავი“
საბავშვო სპექტაკლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვალენტინა რეზნიკოვა - ზღაპარი
- ვლადიმირ ნევეროვი: „გამოიცანი ზღაპარი - 1“, ზღაპარი
- ვლადიმირ ნევეროვი: „გამოიცანი ზღაპარი - 2“, ზღაპარი
- ვლადიმირ ნევეროვი: „გამოიცანი ზღაპარი - 3“, ზღაპარი
- ვლადიმირ ნევეროვი: „გამოიცანი ზღაპარი - 4“, ზღაპარი
- ეკატერინე ჩერნიაკი: „ლამაზი ვასილისა“, ზღაპარი
- იური შუცკი: „მოროზკო“, ზღაპარი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Бакинский русский театр // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.
- თეატრის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი