მიხეილ ჟაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მიხეილ ივანეს ძე ჟაროვი (დ. 27 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 14 ოქტომბერი], 1900, მოსკოვი — გ. 16 დეკემბერი, 1981, მოსკოვი) —საბჭოთა ეპოქის რუსი მსახიობი და რეჟისორი. სსრკ სახალხო არტისტი (1949). სოციალისტური შრომის გმირი(1974), სკკპ წევრი 1950-იდან. 1919 წელს დაამთავრა მუშათა ორგანიზაციების სამხატვრო-საგანმანათლებლო კავშირის თეატრთან არსებული სტუდია. სხვადასხვა დროს იყო მოძრავი საფრონტო თეატრის, მეიერხოლდის სახ. საცდელ-ჰეროიკული თეატრის, მოსკოვის კამერული თეატრის და სხვა თეატრების მსახიობი. 1938-იდან მოღვაწეობს მოსკოვის მცირე თეატრში. თავდაპირველად წარმატებით ასრულებდა კომიკურ როლებს. მისი თამაში გამოირჩეოდა ხალხური, ხალისიანი იუმორით, მომხიბვლელობით. შემდგომ წლებში ასევე წარმატებით გამოდიოდა სახასიათო და დრამატულ როლებში. კომედიური სიმსუბუქე ამ როლებში შერწყმულია ფსიქოლოგიურ სიღრმესთან. თეატრში ითამაშა: პროხორი (გორკის "ვასა ჟელეზნოვა"), ლებედევი ( ჩეხოვის "ივანოვი"), დიკი (ოსტროვსკის "ჭექა-ქუხილი") და სხვა. ჟაროვი საბჭოთა კინოს გამოჩენილი მსახიობია. როლებში:ჟიგანი ("ცხოვრების საგზური", 1931), ზაიცევი ("სამი ამხანაგი", 1935), სმირნოვი ("დათვი", 1938), მენშიკოვი ("პეტრე I", 1937-1939), დიაკი გავრილა ("ბოგდან ხმელნიცკი", 1941), ანისკინი ("სოფლის დეტექტივი", 1969) და სხვა. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1941, 1942, 1947). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის ორდენით, 3 სხვა ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]