ელჩინ ეფენდიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ელჩინ ეფენდიევი
Elçin Əfəndiyev.jpg
სრული სახელი ელჩინ ილიას ოღლი ეფენდიევი
დაბადების თარიღი 13 მაისი, 1943
დაბადების ადგილი ბაქო, ასსსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი, პოლიტიკოსი, სცენარისტი, პროზაიკოსი, დრამატურგი და ლიტერატურული კრიტიკოსი
ენა აზერბაიჯანული ენა
ეროვნება დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Azerbaijan.svg აზერბაიჯანი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი მოთხრობა და ნარკვევი
ჯილდოები ლენინური კომკავშირის პრემია, საპატიო ნიშნის ორდენი, დამოუკიდებლობის ორდენი, ღირსების ორდენი, დიდების ორდენი, People's Writer of Azerbaijan და აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ელჩინ ილიას ოღლი ეფენდიევი (აზერ. Elçin İlyas oğlu Əfəndiyev; დ. 13 მაისი 1943) — ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აზერბაიჯანის ეროვნული მწერალი, მხატვარი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი[1][2], სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის მოადგილე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელჩინ ეფენდიევი დაიბადა 1943 წლის 13 მაისს ბაქოში. 1960 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1965 წელს დაამთავრა ბსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1968 წელს იგი გახდა კურსდამთავრებული ლიტერატურის თეორიის განხრით. ასევე გახდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ნიზამის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტი.

საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „აზერბაიჯანის მხატვრული ლიტერატურის კრიტიკა პროზაში“, სადოქტორო — თემაზე „ისტორიის პრობლემები თანამედროვეობა ლიტერატურაში“.[3]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამა — აზერბაიჯანის სახალხო მწერალი ილია ეფენდიევი. ნაუშაბ ეფენდიევას მუსიკოსი-თეორეტიკოსის მეუღლე. ჰყავს სამი ქალიშვილი: გიუნაი — ექიმი, უმაი — საერთაშორისო იურისტი, აისუ — ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი. ერთი შვილიშვილი.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1959 წელს, როდესაც ელჩინი იყო 16 წლის გამოიცა მისი პირველი მოთხრობა გაზეთ „ახალგაზრდულ აზერბაიჯანში“. ელჩინის პირველი წიგნი „ათას ერთი ღამე“ გამოიცა 1965 წელს.[4]

ელჩინის წიგნები გამოქვეყნდა სხვადასხვა ქვეყნებში, თარგმნილია 20 ენებზე, მისი წიგნების გამოცემებმა მიაღწია 5 მილიონ წიგნს.[3] „ბალადადაშის პირველი სიყვარული“ რუსულ ენაზე მწერლის მიერ გამოცემული პირველი წიგნი იყო.

ელჩინის სცენარების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე მხატვრული და ერთი მულტიპლიკაციური ფილმი, „ბალადაშის პირველი სიყვარული“ (ერთ-ერთი მოთხრობის მიხედვით გადაღებულია ფილმი „ცხოვრების გვერდები“, (1974), „ზურგში ჩარტყმა“ (1977), „დავბრუნდები“ (1980), „ვერცხლის ყუთი“ (1982), „ზაფხულის სეზონზე“ (1985), „იხილა უმაიმ სიზმარი“ (1985), მულტფილმი), „ღამე საზღვრის გარეშე“ (1989), „ნაციონალური ბომბი“ (2004), „იმპერატორის ბედი“ (2008).[5][6] ყველა თავის ნამუშევრებს ხელს აწერს „ელჩინი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]