შინაარსზე გადასვლა

საარლოსის მგლის ძაღლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საარლოსის მგლის ძაღლი
წარმოშობის ქვეყანა ნიდერლანდები
თვისებები
წონა 36-41 კგ.
სიმაღლე 60-75 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
10-12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

საარლოსის მგლის ძაღლი (ნიდერლ. Saarlooswolfhond) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ნიდერლანდებში 1920-იან წლებში.

1921 წელს ჰოლანდიელმა ლინდერტ ლაარლოსმა დაიწყო ნაგაზის გაუმჯობესების ექსპერიმენტი მგელთან შეჯვარების გზით. ამ ექსპერიმენტს მთელი მისი სიცოცხლე დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაგაზების გაწვრთნა არ გაადვილდა, 1975 წელს ახალი ჯიში მაინც დაარეგისტრირეს. ეს იშვიათი ჰოლანდიური ძაღლი ჩეხოსლოვაკიურ მგლის ძაღლთან შედარებით ადვილად იწვრთნება და უფრო ეგუება ქალაქის პირობებს. ეს შესაძლოა დაკავშირებულია გამრავლების უფრო ხანგრძლივ ისტორიასთან, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯიშის ფორმირებაში მონაწილეობდნენ ჯოგურ ცხოვრებაზე ორიენტირებული კანადის ტყის და არა დამოუკიდებლად მონადირე კარპატების მგლები.

მიუხედავად ყველაფრისა, საარლოსის ვოლფჰონდს ახასიათებს მგლის სიფრთხილე და, ჩეხი მოძმის მსგავსად, შეიძლება მშიშარა იყოს. საარლოსის ვოლფჰონდდს აქვს გრძელი ფეხები, სქელი, ძლიერი კისერი. ბალანი უხეში და არც ისე გრძელია. შეიძლება იყოს მგლური ზონარულ-ნაცრისფერი, ან მგლური ზონარულ-რუხი შეფერილობის. საარლოსის ვოლფჰონდი ადვილად ეგუება სიცივეს. ვერ ეგუება ბავშვებს. კარგი მოდარაჯეა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]