ჩეხოსლოვაკიური მგლის ძაღლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩეხოსლოვაკიური მგლის ძაღლი
წარმოშობის ქვეყანა ჩეხოსლოვაკია
თვისებები
წონა 20-35 კგ.
სიმაღლე 60-75 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
10-12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ჩეხოსლოვაკიური მგლის ძაღლი (ჩეხ. Československý vlčák) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ჩეხოსლოვაკეთში 1980-იან წლებში.

ადამიანს ყოველთვის აინტერესებდა ძაღლების და მგლების ნათესაური კავშირი. 1855 წელს დაიწყეს გერმანული ნაგაზების და კარპატების ტყის მგლების შეჯვარება. ნაგაზების მუშა თვისებების გაუმჯობესების მიზნით. ამის შედეგად გაჩნდა ჩეხოსლოვაკიური მგლის ძაღლი, რომელიც 1982 წელს ცალკე ჯიშად აღიარეს. ესკიმოსური ძაღლების მოშენებით დაკავებულმა სელექციონერებმა აღმოაჩინეს, რომ კარპატების ტყის მგელთან პერიოდული, დაუგეგმავი შეჯვარება აუმჯობესებს ძაღლის შთამომავლობას. ჩეხებმა ეს ფაქტი გამოიყენეს მგლის მსგავსი ჯიშის მისაღებად.

ისინი შეიძლება თავს დაესხან საკუთარ პატრონს ისე, რომ სხვა ადამიანებს ყურადღება არ მიაქციონ, ამიტომ გამოუსადეგარნი არიან პოლიციაში სამუშაოდ. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მშიშარა იყოს. მიუხედავად ყველაფრისა, ეს ცოცხალი ძაღლია. ჩეხოსლოვაკიურ მგლის ძაღლს აქვს სამკუთხა, დაცქვეტილი, მოძრავი ყურები, დაკუნთული მკერდი. სწორი, ხშირი ბალანი. კარგად უძლებს სიცივეს. ვერ ეგუება ბავშვებს, ქალაქის პირობებში ცხოვრებას და სხვა ძაღლებს. ძალიან ძნელად იწვრთნება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]