შინაარსზე გადასვლა

როზენის ცისთვალა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როზენის ცისთვალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  სატაცურისებრნი
გვარი:  ცისთვალა
სახეობა:  როზენის ცისთვალა
ლათინური სახელი
Scilla rosenii K.Koch, 1849
სინონიმები
  • Othocallis rosenii (K.Koch) Speta, 1998
  • Othocallis koenigii (Fomin) Speta, 1998
  • Scilla koenigii Fomin, 1908

როზენის ცისთვალა (ლათ. Scilla rosenii) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. აქვს მოღუნული ყვავილის ყუნწი, თავდახრილი, ზოგჯერ სწორყუნწიანი ყვავილები. მაღალი, 10–40 სმ სიმაღლის ღერო. 2–4, მოყვანილობით ფართოხაზური და ქალამნის წვერივით დაბოლოებული ფოთოლი. დიდი ზომის, თავდაღუნული ყვავილი. უკან გადახრილი, მოყვანილობით მოგრძოლანცეტა, ღია ცისფერი, ქვევითკენ უფრო მკრთალი და თეთრი ყვავილსაფრის ფოთლები. ერთ თანაყვავილედადაა შეზრდილი ორი თანაყვავილი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივნისში. გავრცელებულია კავკასიასა და მცირე აზიაში. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია. საქართველოში თითქმის ყველა რეგიონში გვხვდება. იზრდება ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში — მდელოებზე, კლდეებზე.[1] იყენებენ როგორც დეკორატიულ მცენარეს.[2]

  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 72.
  2. გურგენიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 224.