ცისთვალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცისთვალა

ციმბირული ცისთვალა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  სატაცურისებრნი
გვარი:  ცისთვალა
ლათინური სახელი
Scilla L., 1753

ცისთვალა (ლათ. Scilla) — მცენარეთა გვარი სატაცურისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბოლქვიანი ბალახებია. საყვავილე ღერძზე ერთი ან რამდენიმე ორსქესიანი, ზარისებრი, კაშკაშა ლურჯი, თეთრი, ცისფერი, მეწამული ან ვარდისფერი ყვავილი აქვს.

60-მდე სახეობა გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებში. საქართველოში 8 სახეობა გვხვდება, მათგან ერთი სახეობა ენდემია. ცისთვალა ძირითადად გაზაფხულზე ყვავილობს.

იზრდება ბალახოვან ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ტყეებში, ტყის პირებზე, სუბალპურ და ალპურ მდელოებზე. საქართველოს ტყეებსა და ბუჩქებში უფრო ფართოდ ციმბირული ცისთვალაა (ლათ. S. sibirica) გავრცელებული. ცისთვალა დეკორატიული მცენარეა, ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა S. rosenii.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]