რესიხოხი
იერსახე
რესიხოხი | |
---|---|
კოორდინატები: 42°36′16″ ჩ. გ. 44°08′58″ ა. გ. / 42.60444° ჩ. გ. 44.14944° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 3285 მ |
ქედი | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვის შუაშრეებიანი თიხაფიქალი |
რესიხოხი (ოს. Ресы хох, რუს. Резахох) — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3285 მ. აგებულია იურული ქვიშაქვების შუაშრეებიანი თიხაფიქლებით. კალთები ციცაბოა, დანაწევრებული, ქვემოთ შემოსილია სუბალპური, ხოლო ზემოთ — ალპური მდელოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 368.