რესიხოხი
იერსახე
| რესიხოხი | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°36′16″ ჩ. გ. 44°08′58″ ა. გ. / 42.60444° ჩ. გ. 44.14944° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
| სიმაღლე | 3285 მ |
| ქედი | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
| ამგებელი ქანები | ქვიშაქვის შუაშრეებიანი თიხაფიქალი |
რესიხოხი (ოს. Ресы хох, რუს. Резахох) — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3285 მ. აგებულია იურული ქვიშაქვების შუაშრეებიანი თიხაფიქლებით. კალთები ციცაბოა, დანაწევრებული, ქვემოთ შემოსილია სუბალპური, ხოლო ზემოთ — ალპური მდელოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 368.