შინაარსზე გადასვლა

ჟოსლენ I (ედესა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟოსლენ დე კურტენე.
ჟოსლენ I
Josselin I de Courtenay

ჟოსლენ I, ედესის გრაფი, ფრანსუა ედუარ პიკოს ნახატი (1843)
ედესის საგრაფოს მესამე გრაფი
მმართ. დასაწყისი: 1119
მმართ. დასასრული: სექტემბერი 1131
წინამორბედი: ბალდუინ II
მემკვიდრე: ჟოსლენ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1070-1075
გარდ. თარიღი: სექტემბერი 1131
გარდ. ადგილი: გზა ედესიდან ქაისანამდე
მეუღლე: ბეატრისი
მარია
შვილები: ჟოსლენ II
სრული სახელი: ჟოსლენ I დე კურტენე
დინასტია: კურტენეები
მამა: ჟოსლენ I
დედა: ისაბელა
რელიგია: კათოლიკობა

ჟოსლენ I (ფრანგ. Josselin I de Courtenay) — გალილეის მთავარი, ტურბესელის ლორდი და ედესის გრაფი, განაგებდა ედესას 1119-1131 წლებში. მან შეინარჩუნა დიდი, მაგრამ არასტაბილური საზღვარი მუსლიმებთან.

იგი დაიბადა დაახლოებით 1070-75 წლებში. მამამისი იყო ჟოსლენ I, კურტენეს ლორდი. დედამისი იყო ისაბელა. ჟოსლინი შეუერთდა ჯვაროსნულ მოძრაობას 1101 წელს. ამის შემდეგ კი იგი ჩადგა თავის ბიძაშვილის, ბალდუინ II-ის სამსახურში. 1104 წელს იგი დაატყვევეს ჰარანის ბრძოლაში. 1113 წელს მან იმოგზაურა იერუსალიმში და მიიღო გალილეის პრინცის ტიტული.

1118 წელს გარდაიცვალა ბალდუინ I — იერუსალიმის მეფე, და ედესის გრაფი ბალდუინ II აირჩიეს ახალ მეფედ. ამიტომაც ედესის გრაფი გახდა ჟოსლენ I. იგი კიდევ ერთხელ დაატყვევეს 1122 წელს. როდესაც ბალდუინ II (როგორც იერუსალიმის მეფე) მივიდა მის გადასარჩენად ისიც დააპატიმრეს. მაგრამ ჟოსლინმა მოახერხა გაქცევა 1123 წელს და მომდევნო წელს გაათავისუფლა ბალდუინიც. 1125 წელს მან მონაწილეობა მიიღო აზაზის ბრძოლაში. 1131 წელს პატარა ციხე-სიმაგრის ალყისას იგი სასიკვდილოდ დაიჭრა. ამ დროს ემირა ღაზი II მიიწევდა ქაისანისკენ. ჟოსლინის ვაჟმა ჟოსლენ II-მ უარი თქვა ქალაქის დახმარებაზე. როდესაც ემირამ ეს გაიგო, ეგონა რომ ჟოსლენ I უკვე გარდაცვლილი იყო და მოხსნა ალყა. ეს იყო ჟოსლენის უკანასკნელი გამარჯვება.

  • Setton, Kenneth (1969). A History of the Crusades. University of Wisconsin Press. 
  • La Monte, John L. (January 1942). „The Lords of Le Puiset on the Crusades“. Speculum.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Runciman, Steven. A History of the Crusades: Vols. I-II. Cambridge University Press 1951
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: