შინაარსზე გადასვლა

ჟოსლენ III

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟოსლენ დე კურტენე.
ჟოსლენ III
Josselin III de Courtenay
ედესის ტიტულარული გრაფი
მმართ. დასაწყისი: 1159
მმართ. დასასრული: 1200
წინამორბედი: ჟოსლენ II
მემკვიდრე: თანამდებობა გაუქმდა
იერუსალიმის მარშალი
მმართ. დასაწყისი: 1156
მმართ. დასასრული: 1159
წინამორბედი: ოდო დე სენტ-ამანი
მემკვიდრე: უილიამი
იერუსალიმის სენეშალი
მმართ. დასაწყისი: 1176
მმართ. დასასრული: 1190
წინამორბედი: რალფი
მემკვიდრე: ობერტოს ნეპოსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1134
გარდ. თარიღი: 1200
შვილები: ბეატრის კურტენე
მამა: ჟოსლენ II
დედა: ბეატრის დე სონი
რელიგია: კათოლიციზმი

ჟოსლენ III (ფრანგ. Josselin III de Courtenay) — ედესის ტიტულოვანი გრაფი 1159-1200 წლებში. იგი იყო ჟოსლენ II-ისა და ბეატრისის ვაჟი. მან მამამისისგან მიიღო ტიტული, იმის მიუხედავად, რომ ედესა და მისი შემადგენელი მიწები ტიტულის მიღებამდე დაიპყრეს მუსლიმებმა.

ჟოსლენი ცხოვრობდა იერუსლიმში. მან მოახერხა და ხელში ჩაიგდო აკრა და მისი შემოგარენი (ჟოსლენის სენიორია). მისი და, აგნეს დე კურტენე დაქორწინდა ამალრიკ I-ზე. მათ შეეძინათ სიბილა და ბალდუინი. 1164 წელს იგი ტყვედ ჩავარდა ჰარიმის ბრძოლის შემდეგ.[1] იგი ტყვეობაში რჩებოდა 1176 წლამდე, სანამ აგნესმა 50 000 დინარი არ გადაიხადა მის გამოსასყიდად (სავარაუდოდ სამეფოს ხაზინიდან).[2] მისმა ძმისწულმა, ბალდუინმა იგი იერუსალიმის სენეშალად დანიშნა.

  • Bernard Hamilton, The Leper King and his Heirs. Cambridge, 2000.
  • R. L. Nicholson, Joscelyn III and the Fall of the Crusader States, 1134–1199. Leiden, 1973.
  • Marie-Adelaïde Nielen (ed.), Lignages d'Outremer. Paris, 2003.
  • Reinhold Röhricht (ed.), Regesta Regni Hierosolymitani MXCVII-MCCXCI and Additamentum. Berlin, 1893–1904.
  1. The Growth of the Latin States, 1118-1144, Robert L. Nicholson, A History of the Crusades, Vol. I, ed. Kenneth M. Setton, (University of Wisconsin Press, 1969), 551.
  2. Malcolm Barber, The Crusader States, (Yale University Press, 2012), 267.