ჟოსლენ II (ედესა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟოსლენ დე კურტენე.
ჟოსლენ II
Josselin II de Courtenay
Battle of Edeesa 1146.jpg
ჟოსლენ II ედესის ალყისას
ედესის მეოთხე გრაფი
მმართ. დასაწყისი: 1131
მმართ. დასასრული: 1150
წინამორბედი: ჟოსლინ I
მემკვიდრე: ჟოსლინ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1113
გარდ. თარიღი: 1159
გარდ. ადგილი: ალეპო
მეუღლე: ბეატრის დე სონი
შვილები: აგნეს კურტენე
იზაბელა კურტენე
ჟოსლენ III
მამა: ჟოსლენ I
დედა: ბეატრისი
რელიგია: კათოლიკობა

ჟოსლენ II ედესელი (გ.1159) — მეოთხე და უკანასკნელი გრაფი, რომელიც მართავდა ედესას. მან ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გამოსასყიდის სანაცვლოდ დაიხსნა ბალდუინ II იერუსალიმელი მუსლიმთა ტყვეობიდან 1124 წელს. 1131 წელს, მას შემდეგ რაც მამამისი — ჟოსლენ I გარდაიცვალა იგი ედესის გრაფი გახდა.

იგი ედესას იზოლირებულად მართავდა, მაგრამ 1138 წელს მან ალიანსი შეკრა ბიზანტიის იმპერატორ იოანე II კომნენოსთან და ანტიოქიის სამთავროსთან და ერთიანი ძალებით შეუტიეს ალეპოს ათაბაგს. მათი კამპანია დასრულდა შაიზარის უშედეგო ალყით. მათ ვერ აიღეს ქალაქი, მაგრამ შაიზარი ბიზანტიის ვასალი გახდა.

1143 წელს გარდაიცვალა იოანე II და ფულკ იერუსალიმელი. ჟოსლენი დარჩა მოკავშირეების გარეშე. 1144 წელს მუსლიმებმა ზენგის მეთაურობით მიიტანეს იერიში ედესაზე და დაიპყრეს ის. ჟოსლენმა მმართველობა განაგრძო ევფრატის აღმოსავლეთით, ტურბესელში. 1146 წლის სექტემბერში ფრანგმა მონამ მოკლა ზენგი, რამაც ჟოსლენს საშუალება მისცა ედესა დაებრუნებინა, მაგრამ არც ამჯერად დაეხმარნენ ჯვაროსნული სახელმწიფოები. ედესა ხელახლა დაეცა 1146 წლის ნოემბერში ნურ ად-დინ ზენგის მიერ. 1150 წელს ჟოსლენი დაატყვევეს და ალეპოში გადაიყვანეს. მან ცხრა წელი გაატარა ტყვეობაში და 1159 წელს გარდაიცვალა ალეპოს ციტადელში.

მას ჰყავდა სამი შვილი:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Phillips, Jonathan P. (2008). The Second Crusade: extending the frontiers of Christendom. Yale University: Yale University Press, გვ. 208–210. ISBN 0-300-11274-2. 
  • Robert L. Nicholson, A History of the Crusades, Vol. I, ed. Kenneth M. Setton, University of Wisconsin Press, 1969