პუერტო-რიკოს ისტორია
პუერტო-რიკოს ისტორია იწყება კუნძულზე ორთოიროიდული ადამიანების დასახლებით, ძვ.წ. 3000 და ძვ.წ. 2000 წლებს შორის. პუერტო-რიკოზე ადამიანები უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ. სხვა ტომები, მაგალითად, სალადოიდები და არავაკები კუნძულზე ჯერ კიდევ ძვ. წ. 430 წელს დასახლდნენ. 1493 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა კუნძული, ახალი მსოფლიოს აღმოჩენის დროს. ადგილობრივ ხალხთა რიცხვი ძალიან დაბალი იყო მე-16 საუკუნის გვიანდელ ნახევარში, ვინაიდან ევროპელები, რომლებიც კუნძულზე ჩამოდიოდნენ ავრცელებდნენ სხვადასხვა დაავადებას.[1]
პუერტო რიკომ ჩრდილო-აღმოსავლეთ კარიბის ზღვაში მდებარე ესპანეთის იმპერიის ძირითადი ნაწილი ჩამოაყალიბა, ახალი სამყაროს კვლევისას, დაპყრობისა და კოლონიზაციის ადრეულ წლებში. კუნძული იყო მთავარი სამხედრო პუნქტი ესპანეთსა და სხვა ევროპულ ძალებს შორის. ამ ტერიტორიის კონტროლისთვის მრავალი ომის მიმდინარეობდა, მე-16, მე-17 და მე-18 საუკუნეებში.
1593 წელს ფილიპე II-ის ბრძანებით ლისაბონიდან გაგზავნილმა პორტუგალიელმა ჯარისკაცებმა შექმნეს პუერტო-რიკოში „სან ფელიპეს დელმოროს“ ციხის პირველი გარნიზონი. ჩასულთაგან ბევრმა ადგილობრივი მაცხოვრებელი მოიყვანა ცოლად, ამიტომაც დღეს კუნძულზე საკმაოდ გავრცელებულია პორტუგალიური გვარები. დიდი ანტილის კუნძულები, რომელთა შემადგენლობაშიც პუერტო-რიკოც არის, წარმოადგენდა ხელსაყრელ ადგილს, ვინაიდან აქედან მარტივად შეიძლებოდა ევროპაში, მექსიკაში, ცენტრალურ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში მოხვედრა. XIX საუკუნის უმეტესი პერიოდის განმავლობაში, ესპანეთ-ამერიკის ომის დასრულებამდე, პუერტო-რიკო და კუბა იყო ესპანეთის ბოლო ორი კოლონია ახალ მსოფლიოში. ესპანეთმა გააცნობიერა, რომ ეს იყო კარიბის ზღვაში დარჩენილი ბოლო ორი ტერიტორია, რომლებსაც დაკარგვის საფრთხე ამუქრებოდათ. ბრძანება დაიბეჭდა ესპანურად, ინგლისურად და ფრანგულად, რისი მიზანიც იყო ევროპელების მოზიდვა, რათა დასახლებულიყვნენ კუნძულებზე, ხოლო ქვეყანა მათ უფასოდ მიცემდა მიწის ნაკვეთს, თუმცა მათ უნდა დაედოთ ფიცი, რომ ერთგულნი იქნებოდნენ ესპანეთის გვირგვინისა და რომის კათოლიკური ეკლესიის მიმართ.[2]
პრე-კოლონიური პუერტო-რიკო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პუერტო-რიკოს ტერიტორიებზე, სავარაუდოდ, პირველად ორთოიროიდები დასახლდნენ. ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ მათი აქ დასახლება 4000 წლით თარიღდება.[3] 1990 წელს, კუნძულ ვიკეს არქეოლოგიურმა გათხრამ აღმოაჩინა ნაშთები, რომლებიც ადასტურებს, რომ ორთოიროიდული ადამიანები აქ ცხოვრობდნენ. ეს აღმოჩენა დათარიღებულია ძვ. წ. 2000 წლით. [4] შემდგომში მათი კულტურა ჩაანაცვლეს სალადოიდებმა, რომელიც კუნძულზე ჩავიდნენ ძვ.წ 430-250 წლებში.[3]
სავარაუდოდ არავაკები კუნძულზე მე-7 და მე-11 საუკუნეებს შორის დასახლდნენ. ამ პერიოდში განვითარდა მათი კულტურა და დაახლოებით 1000 წლისთვის იგი გახდა დომინანტი. მსგავსი კულტურა გვხვდება ვენესუელაში, მდინარე ორინოკოს აუზში, სოფელ სალადეროში.[5]
როდესაც ესპანელები ჩამოვიდნენ 1493 წელს ახალ მიწებზე, ტაინოს ხალხი უკვე კონფლიქტში იყო ჩაბმული, ესპანელთა ჩამოსვლამ კი მათი გადაშენებას ხელი შეუწყო. თუმცა მათი კულტურა თანამედროვე პუერტო-რიკოს კულტურის ნაწილია. მაგალითად მუსიკალური ინსტრუმენტები, როგორებიცაა „maracas“ და „güiro“. სიტყვები:„hammock“, „Mayagüez“, „Arecibo“, „iguana“, „Caguas“ და „huracán“ (ქარიშხალი), ტაინოს ხალხის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის მაგალითებია.
1898-დან დღემდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1898 წლის პარიზის ხელშეკრულების თანახმად, პუერტო-რიკო ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშ გადავიდა. ამან მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, კერძოდ, კუნძულის სახელი შეიცვალა და ეწოდა პორტო რიკო (სახელი პუერტო-რიკო დაბრულდა 1932 წელს), ასევე შეიცვალა ვალუტა და პუერტო-რიკოს პესო ჩაანაცვლა შეერთებული შტატების დოლარმა.[6] დაინერგა საჯარო სკოლის სისტემა და აშშ-ს საფოსტო სამსახური კუნძულის მასშტაბით ფუნქციონირებდა. გაფართოვდა და აშენდა საავტომობილო სისტემები, ხიდები მნიშვნელოვან მდინარეებზე, გზები და სხვა. გაუქმდა სამთავრობო ლატარია, აიკრძალა მამლების ჩხუბი (იგი კვლავ დაკანონდა 1933 წელს)[7] და შეიქმნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური. [8] იმ დროისთვის კუნძულზე ჯანმრთელობის მდგომარეობა ძირითადად მძიმე იყო, ჩვილების სიკვდილიანობის მაჩვენებლებიც ძალზე გახშირდა და მრავალი დაავადება იყო გავრცელებული.
სამხედრო ხელისუფლების დამყარებამ გამოიწვია ახალი პოლიტიკური ჯგუფების შექმნა. შეიქმნა „Partido Republicano Puertorriqueño“ (რესპუბლიკური პარტია) და ამერიკის ფედერალური პარტია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ხოსე სელსო ბარბოსა და ლუის მუნოს რივერა. ორივე ჯგუფმა მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების მიერ ანექსიას, რათა კოლონიური ვითარება შეწყვეტილიყო. კუნძულზე მყოფი შაქრის მწარმოებლები, რომლებიც თავიანთი პროდუქტის ფასების შემცირებას განიცდიდნენ, იმედოვნებდნენ, რომ აშშ-ს ახალი წესები ხელს შეუწყობდა მათ, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე წვდომა ჰქონოდათ.[9]
კუნძულს კატასტროფა 1899 წლის აგვისტოში დაატყდა, კერძოდ, ორი ქარიშხალი: „1899 წლის სან-ცირიაკო ქარიშხალი“ და 8 აგვისტოს უსახელო ქარიშხალი. ამის შემდგომ დაახლოებით 3 400 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად და ათასობით დარჩა თავშესაფრის, საკვებისა და სამუშაოს გარეშე.[10] ეკონომიკაზე გავლენა დამანგრეველი იყო. მილიონობით დოლარი დაიკარგა შაქრისა და ყავის პლანტაციების უმეტესი ნაწილის განადგურების გამო. ამის შემდეგ, თითქმის 5 000 პუერტო-რიკოს მცხოვრები 1910 წლისთვის გადასახლდა ჰავაის კუნძულებზე, რათა ემუშავად ჰავაის შაქრის პლანტაციებში.
1900 წლის ფორაკერის აქტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პუერტო-რიკოში სამხედრო მთავრობა მცირე ხნით იყო და იგი დაიშალა 1900 წლის 2 აპრილს, როდესაც აშშ-ს კონგრესმა გამოსცა ფორაკერის აქტი (ასევე ცნობილია როგორც 1900 წლის ორგანული აქტი), რომელსაც ხელი მოაწყო სენატორმა ჯოზეფ ბ. ფორაკერმა.[11] ამ აქტმა დაამყარა სამოქალაქო მთავრობა და თავისუფალი ვაჭრობა კუნძულსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. სადაზვერვო მთავრობის სტრუქტურაში შედიოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ დანიშნული გუბერნატორი, აღმასრულებელი საბჭო (სენატის ეკვივალენტი) და საკანონმდებლო ორგანო, რომელიც 35 წევრისგან შედგებოდა. პირველი დანიშნული გუბერნატორი იყო ჩარლზ ჰერბერტ ალენი, დაინიშნა 1900 წლის 1 მაისს.[11] აქტმა ასევე განსაზღვრა სასამართლო სისტემის დანერგვა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პუერტო-რიკოს უზენაესი სასამართლო და კუნძულს საშუალებას აძლევდა მუდმივი წარმომადგენელი გაეგზავნა კონგრესზე.[11] შემდგომში ჩამოყალიბდა განათლების დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მარტინ გროვ ბრუმბაუგი (რომელიც მოგვიანებით პენსილვანიის გუბერნატორი გახდა). სწავლება მთლიანად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, ხოლო ესპანური ისწავლებოდა, როგორც სპეციალური საგანი. თუმცა ორივე კუნძულის ოფიციალური ენა იყო. 6 ნოემბერს გაიმართა პირველი არჩევნები ფორაკერის აქტის თანახმად, ხოლო 3 დეკემბერს პირველი საკანონმდებლო ასამბლეამ დაიკავა თანამდებობა. 1901 წლის 14 მარტს ფედერიკო დეგეტამ დაიკავა თანამდებობა, როგორც პირველმა მუდმივმა წარმომადგენელმა პუერტო-რიკოდან ვაშინგტონში.
ეკონომიკური და სოციალური ცვლილებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამერიკული პროგრამა ითვალისწინებდა თანამედროვე ეკონომიკური ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც მოიცავდა გზების, პორტების, ელექტროენერგიის სისტემების, ტელეფონებისა და ტელეგრაფების ხაზებს, აგრეთვე საავადმყოფოებსა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებს.
შაქრის, თამბაქოსა და სიგარის წარმოება შეერთებული შტატების ყურადღებას იპყრობდა, რადგან წარმოება დიდი ტემპით მიმდინარეობდა და პროდუქტიც ბევრი იყო. ამ ინდუსტრიებში ძირითადი მუშები იყვნენ ქალები და ბავშვები. 1914 წლისთვის, ყავის წარმოება, რომელიც ერთ დროს სტაბილურად მიმდინარეობდა კუნძულზე, ვერ მოხერხდა.[12]
1950 წელს პუერტო რიკოში მოიყვანეს შაქრის რეკორდული მოსავალი.[13] ამერიკამ დიდი ყურადღება დაუთმო თანამედროვე სასკოლო სისტემის შემუშავებას. ინგლისურენოვანმა სწავლებამ, ხალხში კულტურული გენოციდის შიში გამოიწვია. ამან ხელი შეუწყო მასწავლებლების, მშობლების, პოლიტიკოსების, ინტელექტუალებისა და სხვების მხრიდან წინააღმდეგობას. კუნძულის ესპანური ენისა და კულტურული ტრადიციების პატივისცემით, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა შეაფასეს პუერტო-რიკოს კულტურაში ესპანური ენის ადგილი. ესპანური ასევე იყო ერთ-ერთი მოწინავე საერთაშორისო ენა, რომლის საშუალებითაც პუერტო-რიკოს მოსახლეობას ჰქონდათ კონტაქტი მსოფლიოსთან. ეს იყო მთავარი ენა, რომლითაც კომუნიკაცია ხდებოდა.
პუერტო რიკოს სოფლის მეურნეობის ძირითადი კომპონენტი იყო შაქრის წარმოება. ამერიკულ შაქრის კომპანიებს უფრო მეტი უპირატესობა ჰქონდათ ადგილობრივი შაქრის პლანტაციების მფლობელებთან შედარებით. ადგილობრივ მფლობელს შეეძლო დაფინანსება მხოლოდ ადგილობრივ ბანკებში მოეპოვებინა, რომლებიც მაღალ საპროცენტო განაკვეთებს სთავაზობდნენ, რაც განასვავებდა მათ ამერიკული კომპანიებისგან, ვინაიდან ისინი ამერიკული კომერციული ბანკებისგან სესხს უფრო დაბალ პროცენტში იღებდნენ. ეს ფაქტორი და დამატებით დაწესებული გადასახადები, აკოტრებდა ადგილობრივ მწარმოებლებს ან აიძულებდა გაეყიდა თავისი შაქრის პლანტაცია, რომელსაც ისევ ამერიკული კომპანიები ყიდულობდნენ.[14]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Brás, Marisabel. The Changing of the Guard: Puerto Rico in 1898; The World of 1898: The Spanish–American War; Hispanic Division, Library of Congress. Retrieved on 2007-06-18
- Dietz, James L. (1987). Economic History of Puerto Rico. Princeton University Press. ISBN 978-0-691-02248-2.
- Fernández, Ronald (1996). The Disenchanted Island : Puerto Rico and the United States in the Twentieth Century, 2nd, Praeger Paperback. ISBN 978-0-275-95227-3.
- Jiménez de Wagenheim, Olga (2002). The Puerto Ricans: A Documentary History. Markus Wiener Publishers. ISBN 978-1-55876-291-6.
- Morales Carrión, Arturo (1984). Puerto Rico: A Political and Cultural History. W. W. Norton & Company. ISBN 978-0-393-30193-9.
- Van Middledyk, R.A. (2004). The History of Puerto Rico. IndyPublish.com. ISBN 978-1-4142-3037-5.
- WWW-VL: History: Puerto Rico. The World Wide Web Virtual Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 5, 2006. ციტირების თარიღი: March 19, 2006.
- Cordasco, Francesco (1973). The Puerto Rican Experience: A Sociological Sourcebook. Littlefield Adams. ISBN 978-0-8226-0259-0.
- Dooley Jr, Edwin L. "Wartime San Juan, Puerto Rico: The Forgotten American Home Front, 1941-1945." Journal of Military History 63.4 (1999): 921.
- Duany, Jorge (2002). The Puerto Rican Nation on the Move: Identities on the Island and in the United States. The University of North Carolina Press. ISBN 978-0-8078-5372-6.
- Johnson, Robert D. (1997). „Anti-Imperialism And The Good Neighbour Policy: Ernest Gruening and Puerto Rican Affairs, 1934–1939“. Journal of Latin American Studies. 29 (1): 89–110. doi:10.1017/S0022216X96004634.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Kurlansky, Mark (1992). A Continent of Islands: Searching for the Caribbean Destiny. Addison-Wesley Publishing. ISBN 978-0-201-52396-6.
- Park, Roberta J. "'Forget About that Pile of Papers': Second World War Sport, Recreation and the Military on the Island of Puerto Rico." International Journal of the History of Sport 20.1 (2003): 50–64.
- Ramos, Reniel Rodriguez. Rethinking Puerto Rican Precolonial History (University of Alabama Press; 2010) 267 pages; examines successive cultures on the island before 1493.
- Rivera Batiz, Francisco L. (1998). Island Paradox: Puerto Rico in the 1990s. Russell Sage Foundation Publications. ISBN 978-0-87154-751-4.
- Sotomayor, Antonio. The Sovereign Colony: Olympic Sport, National Identity, and International Politics in Puerto Rico (University of Nebraska Press, 2016). xxii, 302 pp
- George Whitefield Davis (1900). Report of Brig. Gen. Geo. W. Davis, U. S. V., on Civil Affairs of Puerto Rico: 1899. U.S. Government Printing Office.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The American Economy of 1776 Interview on NPR.
- The Complicated Relationship Between Puerto Rico And U.S. Mainland.
- History of Puerto Rico.
- ENCYCLOPÆDIA BRITANNICA — History of Puerto Rico.
- Puerto Rico - History.
- A Brief History of Puerto Rico.
- Puerto Rico's History.
- Puerto Rico's History 1900-1949.
- History of Puerto Rico. დაარქივებული 2022-05-20 საიტზე Wayback Machine.
- BRIEF HISTORY OF PUERTO RICO. დაარქივებული 2020-07-28 საიტზე Wayback Machine.
- Puerto Rico: Geography, History and Other Facts.
- History of Puerto Rico. დაარქივებული 2021-05-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ How Europeans Brought Sickness to the New World (3 June 2015).
- ↑ Teoría, Crítica e Historia: La abolición de la esclavitud y el mundo hispano.
- ↑ 3.0 3.1 Rouse, Irving. The Tainos : Rise and Decline of the People Who Greeted Columbus ISBN 0-300-05696-6.
- ↑ Mahaffy, Cheryl (January 28, 2006). „Vieques Island – What lies beneath“. Edmonton Journal. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 11, 2007. ციტირების თარიღი: February 11, 2006.
- ↑ Figueroa, Ivonne. (July 1996) Taínos. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 23, 2017. ციტირების თარიღი: March 20, 2006.
- ↑ Military Government in Puerto Rico. Library of Congress. ციტირების თარიღი: March 26, 2006.
- ↑ Mazzei, Patricia (December 18, 2019). „Culture or Cruelty? Puerto Rico Says No to Federal Cockfighting Ban“. The New York Times.
- ↑ Blackburn Moreno, Ronald. (February 2001) Brief Chronology of Puerto Rico. ASPIRA Association, Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 17, 2006. ციტირების თარიღი: February 11, 2006.
- ↑ Emma Davila-Cox, "Puerto Rico in the Hispanic-Cuban-American War: Re-assessing 'the Picnic'", in The Crisis of 1898: Colonial Redistribution and Nationalist Mobilization (Macmillan Press: New York and London, 1999) Pg. 113
- ↑ Hurricane San Ciriaco. Library of Congress. ციტირების თარიღი: March 26, 2006.
- ↑ 11.0 11.1 11.2 Foraker Act (Organic Act of 1900). Library of Congress. ციტირების თარიღი: March 10, 2006.
- ↑ Ayala, Bernabe, Cesar, Rafael (2007). Puerto Rico in the American Century A History since 1898. The University of North Carolina Press, გვ. 35.
- ↑ „Record crop in Puerto Rico“. Daily Mercury (Mackay, Qld. : 1906 - 1954). 9 November 1950. ციტირების თარიღი: 29 October 2019.
- ↑ "Strategy as Politics'; by: Jorge Rodriguez Beruff; Publisher: La Editorial; Universidad de Puerto Rico; page 27; ISBN 978-0-8477-0160-5