პორლამარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
პორლამარი
Porlamar
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი ნუევა-ესპარტა
კოორდინატები 10°57′20″ ჩ. გ. 63°50′52″ დ. გ. / 10.95556° ჩ. გ. 63.84778° დ. გ. / 10.95556; -63.84778
დაარსდა 26 მარტი, 1553
ცენტრის სიმაღლე 10±1 მეტრი
მოსახლეობა 120 924 (2018)[1]
სასაათო სარტყელი UTC-4
სატელეფონო კოდი 0295
საფოსტო ინდექსი 6301
ოფიციალური საიტი [Municipality of Mariño Municipality of Mariño]
პორლამარი — ვენესუელა
პორლამარი

პორლამარი (ესპ. Porlamar) — ქალაქი ვენესუელაში. მდებარეობს კუნძულ მარგარიტაზე, ნუევა-ესპარტის შტატში. წარმოადგენს კუნძულის უდიდეს ქალაქს. დაარსდა 1536 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. მანამ სანამ პორლამარი მგზავრობისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა, იგი იყო მეთევზეთა სოფელი. ამის შემდეგ პორლამარი გახდა კუნძულის ცენტრალური კვანძი, მაღაზიებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით. გაბატონებულია ძირითადად ადგილობრივი და ევროპული ტურიზმი.

ქალაქში თავმოყრილია კუნძულ მარგარიტას მოსახლეობის 1/3. იგი აგრეთვე კუნძულის მთავარი სავაჭრო ცენტრია. პორლამარში მდებარეობს გენერალ სანტიაგო მარინოს სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, რომელსაც გააჩნია რეგულარული საავიაციო კავშირები აშშ-ის, კანადისა და ევროპის ქალაქებთან, ასევე ვენესუელის დედაქალაქ — კარაკასთან. აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Instituto Nacional de Estadística — 1871.