პორლამარი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პორლამარი Porlamar | |||||
| |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
შტატი | ნუევა-ესპარტა | ||||
კოორდინატები | 10°57′20″ ჩ. გ. 63°50′52″ დ. გ. / 10.95556° ჩ. გ. 63.84778° დ. გ. | ||||
დაარსდა | 26 მარტი, 1553 | ||||
ცენტრის სიმაღლე | 10±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 120 924 (2018)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4 | ||||
სატელეფონო კოდი | 0295 | ||||
საფოსტო ინდექსი | 6301 | ||||
ოფიციალური საიტი | [Municipality of Mariño Municipality of Mariño] | ||||
პორლამარი (ესპ. Porlamar) — ქალაქი ვენესუელაში. მდებარეობს კუნძულ მარგარიტაზე, ნუევა-ესპარტის შტატში. წარმოადგენს კუნძულის უდიდეს ქალაქს. დაარსდა 1536 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. მანამ სანამ პორლამარი მგზავრობისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა, იგი იყო მეთევზეთა სოფელი. ამის შემდეგ პორლამარი გახდა კუნძულის ცენტრალური კვანძი, მაღაზიებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით. გაბატონებულია ძირითადად ადგილობრივი და ევროპული ტურიზმი.
ქალაქში თავმოყრილია კუნძულ მარგარიტას მოსახლეობის 1/3. იგი აგრეთვე კუნძულის მთავარი სავაჭრო ცენტრია. პორლამარში მდებარეობს გენერალ სანტიაგო მარინოს სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, რომელსაც გააჩნია რეგულარული საავიაციო კავშირები აშშ-ის, კანადისა და ევროპის ქალაქებთან, ასევე ვენესუელის დედაქალაქ — კარაკასთან. აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული.
დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Instituto Nacional de Estadística — 1871.