პოლიგინია
პოლიგინია (მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან - πολυγυνία, πολύ- პოლი- "მრავალი", და γυνή გინე "ქალი" ან "ცოლი"[1]) — ქორწინების ფორმა, ანუ პოლიგამიის ერთ–ერთი გამოვლინება, რომლის დროსაც ერთ მამაკაცს აქვს უფლება დაქორწინდეს ერთსა და იმავე დროს რამდენიმე ქალზე. მსოფლიოს ბევრ რეგიონში პოლიგინია უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე პოლიანდრია და მონოგამია.
ბევრი პოლიგინიის ტიპის ოჯახი მოწყობილია ძლიერად გამოხატული იერარქიისა და ცოლებს შორის დაპირისპირების ფონზე. ჩვეულებრივ პირველ ცოლებს გააჩნიათ უფრო მაღალი სტატუსი, ვიდრე მათ მომდევნოებს. ამასთან პოლიგინია ხშირად არის გამოხატულება ასაკობრივი და სქესობრივი, სოციალური ფენების იერარქიული მოწყობისა: ბევრ პოლიგინიურ საზოგადოებებში ხშირად ასაკოვანი მამაკაცები ძალიან ახალგაზრდა გოგონებზე ქორწინდებიან, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცები ან დიდხანს რჩებიან დაუოჯახებელნი, ანაც ცოლად ირთავენ ასაკოვან ქვრივ ქალებს.
პოლიგინიის გამოვლინება ხშირად პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ და ეკონომიურ სისტემებთან, სადაც ადამიანია მთავარი რესურსი და არა მიწა ან სხვა რაიმე ქონება.
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლიგინია გავრცელებულია აფრიკის საკმაოდ დიდ ნაწილში, ისლამურ ახლო აღმოსავლეთში, შუა აღმოსავლეთში, ჩინეთში, ინდონეზიაში, მელანეზიასა და პოლინეზიაში, ასევე ინდიელების სხვადასხვა ტომებში ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში, ისტორიულ მორმონებთან იუტის შტატში (დღემდე შემორჩენილ ზოგიერთ მორმონულ ეკლესიის დანაყოფებში). იგი იყო ნაწილი ძველი რელიგიებისა, როგორიცაა: იუდაიზმი, ხოლო დღემდე არსებობს ისლამში. ნორმანებსა და ვიკინგებთან შესაძლებლობა მეორე ქალის ცოლად შერთვისა მათი გაქრისტიანების შემთხვევაში, გარკვეული დროის განმავლობაში ეკლესიის მხრიდან შეწყალებულ იყო. მარტინ ლუთერმა ასევე ბიბლიის საფუძველზე დააქორწინა ჰესენის ლანდგრაფი ფილიპ პირველი ორ ქალზე, მაგრამ ეს უფლება მხოლოდ და მხოლოდ მმართველ წრეებზე შეიზღუდა. 1534 წელს მიუნსტერის ერთ–ერთ პროვინციაში ქალთა გადაჭარბებული რაოდენობის გამო შემოღებულ იქნა საზოგადო პოლიგინია.
პოლიგინიის გამოვლინების ფორმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საზოგადო პოლიგინია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საზოგადო პოლიგინიაზე ლაპარაკია მაშინ, როცა კონკრეტული საზოგადოების ყოველ წევრ მამაკაცს აქვს საშუალება დაქორწინდეს ერთდროულად რამდენიმე ქალზე და ამას ახორციელებს კიდეც. საზოგადო პოლიგინია გავრცელებულია უფრო მეტად ეგალიტარულად (ყველა ფენის წარმომადგენელ მამაკაცს აქვს თანასწორი უფლება) ორგანიზებულ საზოგადოებებში.
შეზღუდული პოლიგინია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეზღუდულ პოლიგინიაზე ლაპარაკია მაშინ, როდესაც მამაკაცთა მხოლოდ მცირე ფენას აქვს მრავალცოლიანობის უფლება. შეზღუდული პოლიგინია ხშირია ტენდენციურად უფრო ძლიერ სტრატიფიცირებულ (საზოგადოების ქვედა ფენის წარმომადგენელ მამაკაცებს წართმეული აქვთ რიგი უფლებებისა, რითაც ზედა ფენის პრივილეგირებული მამაკაცები სარგებლობენ) საზოგადოებებში.
ზოგიერთ საზოგადოებაში, სადაც შეზღუდული პოლიგინია მეფობს, ანუ იქ, სადაც მხოლოდ მეთაურებს აქვთ უფლება დაქორწინდნენ ერთდროულად რამდენიმე ქალზე, მაგალითად ტრობრიანდის კუნძულებზე, პოლიგინია სტატუსის სიმბოლოა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მეთურის ძალაუფლებას. პოლიგინიის წყალობით მას შეუძლია ჰყავდეს მეტი შვილები და შესაბამისად მეტი ნათესაობა, რომელსაც იგი სტრატეგიულად გამოიყენებს. ამის საფუძველზე მას აქვს უფრო მყარი ეკონომიური დასაყრდენი და შეუძლია გარკვეულწილად არა მარტო საკუთარი ცოლების, არამედ მათი ძმების გაკონტროლებაც.
პოლიგინია კორეზიდენციითა და მის გარეშე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როდესაც ცოლები ერთდ ცხოვრობენ, ამას კორეზიდენციულ პოლიგინიას ეძახიან. პოლიგინია ცალ–ცალკე რეზიდენციით იშვიათი გამოვლინებაა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Fortunato, Laura (2011). Reconstructing the History of Marriage Strategies in Indo-European–Speaking Societies: Monogamy and Polygyny. Human Biology: Vol. 83: Iss. 1, Article 6.
- Low, Bobbi S. (1990). Marriage systems and pathogen stress in human societies . American Zoologist 30: 325–339. Full text[მკვდარი ბმული] - (Paper reports positive correlation between pathogen stress and polygyny.)