პილარი (პარაგვაი)
ქალაქი | |||
---|---|---|---|
პილარი Pilar | |||
ტაძარი პილარში | |||
| |||
ქვეყანა | პარაგვაი | ||
დეპარტამენტი | ნიეემბუკუს დეპარტამენტი | ||
კოორდინატები | 26°52′12″ ს. გ. 58°18′00″ დ. გ. / 26.87000° ს. გ. 58.30000° დ. გ. | ||
დაარსდა | 1779 | ||
ფართობი | 1 130 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 126 მ | ||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა და გუარანის ენა | ||
მოსახლეობა | 28 716 კაცი (2008) | ||
სიმჭიდროვე | 25 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-4, ზაფხულში UTC-3 | ||
სატელეფონო კოდი | 786 | ||
საფოსტო ინდექსი | 2800 | ||
ოფიციალური საიტი | http://municipalidaddepilar.com/v2/ | ||
პილარი (ესპ. Pilar) — ქალაქი პარაგვაიში, ნიეემბუკუს დეპარტამენტში. მდებარეობს მდინარე პარაგვაიზე, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, დედაქალაქ ასუნსიონიდან 358 კმ-ის მოშორებით. პილარი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი რეგიონის კომერციისა და მმართველობის სფეროში.
ქალაქი 1779 წლის 12 ოქტომბერს პორტუგალიელმა პედრო მელომ დააარსა. დასახლების თავდაპირველი სახელი ვილია-დე-ნიეემბუკუ იყო, ახლომდებარე მდინარე ნიეემბუკუდან გამომდინარე. ოთხი წლის შემდეგ, ესპანელმა მღვდელმა მარსიალ ანტონიო ულიამბრემ სახელი გადაარქვა და თავის მშობლიურ ქალაქ სარაგოსაში მდებარე პილარის ღვთისმშობლის ბაზილიკის (Catedral-Basílica de Nuestra Señora del Pilar) პატივსაცემად ვილია-დელ-პილარი უწოდა.
ქალაქის საბჭოს ძველ შენობას ის ნაგებობა წარმოადგენდა, სადაც პრეზიდენტმა ფრანსისკო სოლანო ლოპესმა პარაგვაის ომების დროს, ცნობილი და გამომწვევი ფრაზა წარმოსთქვა: „არასოდეს იქნება წმინდა ძღვენი ჩემი ქვეყნისათვის მისი მარცხი ჩემი ხელებიდან“.
ქალაქის ცენტრში მრავალი ისეთი შენობაა, რომელიც პილარის დაარსების დროით თარიღდება.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- World Gazeteer: Paraguay[მკვდარი ბმული] – World-Gazetteer.com
- Página Regional de Pilar Ñeembucú Paraguay - pilarpy.com დაარქივებული 2010-05-14 საიტზე Wayback Machine.
- Secretaria Nacional de Turismo დაარქივებული 2015-05-20 საიტზე Wayback Machine.
- Dirección General de Encuestas, Estadísticas y Censos
- ABC Color[მკვდარი ბმული]
- Coord. geográficas e imágenes satelitales de Pilar