პეტრონასის კოშკები
იერსახე
პეტრონასის კოშკები Petronas Twin Towers | |
პეტრონასის კოშკები იყო მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა 1998-დან 2004-მდე.* | |
წინამორბედი | ემპაია სტეიტ ბილდინგი |
შემდეგი | ტაიპეი 101 |
ინფორმაცია | |
---|---|
მისამართი | კუალა-ლუმპური, მალაიზია |
სტატუსი | დასრულებული |
აშენდა | 1998 |
ტექნიკური დეტალები | |
სართული | 452 მ / 88 სართ. |
*ცხოვრებისთვის სრულად ვარგისი, ცალკე მდგომი მთავარი შესასვლელიდან უმაღლეს სტრუქტურულ დონემდე; იხ. მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობები სხვა კლასიფ.-თვის. |
პეტრონასის კოშკები ან პეტრონასის ტყუპი კოშკები (მალაიური: Menara Petronas, ან Menara Berkembar Petronas) — ტყუპი ცათამბჯენი მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში. წარსულში წარმოადგენდა მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობებს, სანამ 2004 წელს მათ ტაიპეი 101–მა არ გაასწრო. თუმცა ისინი რჩებიან მსოფლიოს ყველაზე მაღალ ტყუპ შენობებად. პეტრონასის კოშკების აშენება 800 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. ცათამბჯენებში მოთავსებულია ოფისები, საკონფერენციო დარბაზები და გალერეები. ორივე შენობა ერთად იკავებს 40 ჰექტარს. ისინი ერთმანეთთან დახურული ხიდით არიან შეერთებულნი. დღესდღეობით პეტრონასის კოშკებში მუშაობს 10 000 ადამიანი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ოფიციალური გვერდი დაარქივებული 2011-07-19 საიტზე Wayback Machine.
- Introduction and Overview of the Petronas Towers დაარქივებული 2011-07-17 საიტზე Wayback Machine.
- Design and construction of the Petronas Towers დაარქივებული 2007-11-12 საიტზე Wayback Machine.
- Tourism Malaysia – Petronas Twin Towers დაარქივებული 2014-06-23 საიტზე Wayback Machine.
- Design and construction of the Petronas Towers დაარქივებული 2007-11-12 საიტზე Wayback Machine.