შინაარსზე გადასვლა

პარალელოგრამი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პარალელოგრამი

პარალელოგრამიოთხკუთხედი, რომლის მოპირდაპირე გვერდები პარალელურია.

პარალელოგრამის თვისებებია: 1) პარალელოგრამის მოპიდაპირე გვერდები და კუთხეები ერთმანეთის ტოლია; 2) პარალელოგრამს დიაგონალი ორ ტოლ სამკუთხედად ჰყოფს; 3) პარალელოგრამში დიაგონალები გადაკვეთის წერტილით შუაზე იყოფიან;

პარალელოგრამობის ნიშნებია: 1) თუ ოთხკუთხედში მოპირდაპირე გვერდები წყვილ–წყვილად ტოლია, მაშინ ეს ოთხკუთხედი პარალელოგრამია; 2) თუ ოთხკუთხედში ორი გვერდი ტოლია და პარალელურია, ეს ოთხკუთხედი პარალელოგრამია; 3) თუ ოთხკუთხედში დიაგონალები გადაკვეთის წერტილით შუაზე იყოფიან, ეს ოთხკუთხედი პარალელოგრამია;

პარალელოგრამს, რომლის ყველა კუთხე მართია, ეწოდება მართკუთხედი. პარალელოგრამს, რომლის ოთხივე გვერდი ტოლია, ეწოდება რომბი. პარალელოგრამი, რომელიც ერთდროულად არის რომბიც და მართკუთხედიც, არის კვადრატი.

კვადრატი შეიძლება ორნაირად განვმარტოთ: 1) კვადრატი არის ისეთი მართკუთხედი, რომლის ყველა გვერდი ტოლია; 2) კვარდრატი არის ისეთი რომბი, რომლის ყველა კუთხე მართია;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პარალელოგრამი“-დან