რომბი

რომბი — პარალელოგრამი, რომლის მოპირდაპირე გვერდები პარალელურია და ამასთანავე ყველა გვერდი ტოლია. მისი დიაგონალები მართი კუთხით გადაკვეთს ერთმანეთს (ურთიერთმართობულია). რომბის დიაგონალები მისი ბისექტრისებია. რომბის ერთ გვერდთან მდებარე კუთხეების გრადუსული ჯამი 180-ს უდრის.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „რომბი“ ვიკისაწყობში.
- პარალელოგრამი და რომბი