პარალელოგრამი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პარალელოგრამი

პარალელოგრამი არის ოთხკუთხედი, რომლის მოპირდაპირე გვერდები პარალელურია.

პარალელოგრამის საპირისპირო კუთხეები ტოლია. პარალელოგრამის ფართობი ფუძისა და ამ ფუძეზე დაშვებული სიმაღლის ნამრავლის ტოლია. ნებისმიერი ოთხკუთხედის, მათ შორის პარალელოგრამის ფართობი დიაგონალებისა და მათ შორის მოთავსებული კუთხის სინუსის ნამრავლის ნახევრის ტოლია.

პარალელოგრამის დიაგონალების კვადრატების ჯამი მისი ყველა გვერდის კვადრატის ჯამის ტოლია.

პარალელოგრამს, რომლის ყველა კუთხე მართია, ეწოდება მართკუთხედი. პარალელოგრამს, რომლის ოთხივე გვერდი ტოლია, ეწოდება რომბი. პარალელოგრამი, რომელიც ერთდროულად არის რომბიც და მართკუთხედიც, არის კვადრატი.