შინაარსზე გადასვლა

ომანის იმამატი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ომანის იმამატი
إمامة عُمَان Imāmat 'Umān
{{ქვეყნის მონაცემები {{{საერთო_სახელი}}}
დევიზი: ٱللَّٰهُ أَكْبَرُ ღმერთი დიდებულია!
ომანის უკანასკნელი იმამატი და მუსკატის სასულთნო მე-20 საუკუნეში
ქვეყანა ნათ. ბრუნვაში}} მდებარეობა
ომანის უკანასკნელი იმამატი და მუსკატის სასულთნო მე-20 საუკუნეში
დედაქალაქინაზვა
არაბული ენა არაბული ენა
რელიგია აბადური ისლამი (სახელმწიფო რელიგია)
ტიპი საკონსულტაციო საბჭო
მთავრობა ისლამური თეოკრატიული არჩევითი რელიგია
 -  იმამი 749–751 (პირველი) ალ-ჯულანდა ბინ მასუდი
 -  იმამი 1954–1959 (უკანასკნელი) ღალიბ ალ-ჰინაი
დაარსება
 -  ოსმალეთის იმპერიის დაშლა/ახალი იმპერიალიზმი  
 -  იმამატი გამოცხადდა 749 წელს 
 -  სების ხელშეკრულება 1920 წლის 25 სექტემბერი 
 -  ჯებელ ახდარის ომის დასრულება 1959 წელს 
ვალუტა მარია ტერეზა ტალერი

ომანის იმამატი (არაბ. إِمَامَة عُمَان, რომანიზებული: Imāmat ʿUmān) — ისტორიული სახელმწიფო ჰაჯარის მთებში, რომელიც მდებარეობს დღევანდელი ომანის სასულთნოს ტერიტორიაზე. იმამატის დედაქალაქი ისტორიულად იყოფოდა რუსთაქსა და ნიზვას შორის.[1] იმამატის ტერიტორია გადაჭიმული იყო ჩრდილოეთით იბრამდე, სამხრეთით ალშარქიას რეგიონისა და შარქიას ქვიშებისკენ. იმამატი გარშემორტყმული იყო აღმოსავლეთიდან ჰაჯარის მთებით, ხოლო დასავლეთიდან რუბ-ელ-ხალით (ცარიელი კვარტალი) უდაბნოთი.[2] ალ ჰაჯარის მთები მუსკატისა და ომანისგან გამოყოფილი იყო ომანის იმამატით. არჩეული იმამი (მმართველი) ცხოვრობდა დედაქალაქში, ხოლო ვალისი (გუბერნატორი) წარმოდგენდა იმამატს განსხვავებულ რეგიონებში.[3][4][5]

ომანის იმამატი, მუსკატის სასულთნოს მსგავსად, იმართებოდა აბადის სექტის მიერ. იმამი ასრულებდა სულიერ და დროებითი წარმომადგენლობის ფუნქციას რეგიონში.[2] იმამატი არის 1 200 წლის სამთავრობო სისტემა, რომელსაც სათავეში ედგნენ ომანელი აბადის რელიგიური ლიდერები და დაფუძნებული იყო ისლამურ შარიათზე.[4] იმამატში მმართველი არჩეული უნდა ყოფილიყო. იმამი მიჩნეულია, როგორც თემის ხელმძღვანელი, მაგრამ ტომობრიობა, რომელიც ომანის საზოგადოების ნაწილია, ხელს უწყობს მთავრობის დეცენტრალიზებულ ფორმას სტაბილური პოლიტიკური ერთობის შენარჩუნების მიზნით ომანელებს შორის.[2] იმამატმა დააწესა სამთავრობო სისტემა, სადაც მმართველს არ უნდა ჰქონდეს აბსოლუტური პოლიტიკური და სამხედრო ძალაუფლება, არამედ ძალაუფლება გაზიარებული უნდა ყოფილიყო ადგილობრივ მმართვლებს შორის.[5] იმამატის ადგილობრივი ან საგარეო უსაფრთხოების დასაცავად, იმამს უნდა მოეპოვებინა ადგილობრივი თემებისა და ტომების მხარდაჭერა, რათა ბრძოლისთვის ძალა მოეკრიბა. იმამს სჭირდებოდა ტომობრივი პოლიტიკისა და პოლიტიკური მახვილგონიერების სიღრმისეული გაგება, რათა იმამატში შეენარჩუნებინა პოლიტიკური სტაბილურობა, როცა კონფლიქტი მოხდებოდა.[2]

ომანი აზდი ვაჭრობისთვის ბასრაში მიდიოდა. ომანურ აზდს მიენიჭა ბასრას ნაწილის სტატუსი, სადაც შეეძლოთ დასახლება და თავიანთი საჭიროებების დაკმაყოფილება. ბევრი აზდი, რომელიც დასახლდა ბასრაში, მდიდარ ვაჭრად იქცა და მათი ლიდერის, მუჰალაბ ბინ აბი სუფრაჰის ქვეშ დაიწყო გავლენის გაფართოება აღმოსავლეთ მხარეს ხორასანის მიმართულებით. აბადის ისლამი წარმოიშვა ბასრაში მისი დამფუძნებელი აბდულა იბნ აბადის მიერ 650 წელს, რასაც მოჰყვა აზდი ერაყში. მოგვიანებით, ალ-ჰაჯაჯ იბნ იუსუფი, ერაყის ომაიადის გუბერნატორი, კონფლიქტში მოვიდა იბადებთან, რამაც ისინი აიძულა ომანში წასულიყვნენ. ომანში დაბრუნებულთა შორის იყვნენ მეცნიერი ჯაბირ იბნ ზაიდი და ომანი აზდი. მისი და მრავალი სხვა მეცნიერის დაბრუნებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა იბადის მოძრაობა ომანში. იმამატი, სავარაუდოდ, დაარსდა 750 წელს, ომაიადების დაცემის შემდეგ.[2]

მისი გამოჩენის დღიდან იმამატი მართავდა დღევანდელი ომანის ნაწილს ან მთელს ტერიტორიას, ასევე საზღვარგარეთის მიწებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ძალაუფლების ზენიტში ყოფნის დროს, იმამატს შეეძლო ომანიდან პორტუგალიური ძალების განდევნა და სარგებლობდა საზღვაო ძალაუფლებით, რომელიც ვრცელდებოდა სპარსეთის ყურეში და აღმოსავლეთ აფრიკაში მე-17 საუკუნის განმავლობაში.[6] მიუხედავად იმისა, რომ გარშემორტყმული იყო ალ ჰაჯარის მთებით და რუბ-ელ-ხალის უდაბნოთი, იმამატს ჰქონდა გლობალური ვაჭრობა, რამდენადაც ექსპორტზე გადიოდა ფინიკის ჩირი, ცაცხვი და ხელნაკეთი ბამბის ქსოვილები და შემოჰქონდათ სხვა პროდუქტები. ვაჭრობის უმეტესი ნაწილი ხდებოდა ინდოეთის ქვეკონტინენტთან.[7]

მე-18 საუკუნის შუა ხანებში აჰმედ ბინ საიდ ალ ბუ საიდმა, რომელიც წარმოშობით იყო ომანის შიდა პატარა სოფლიდან, სპარსელი კოლონიზატორები განდევნა ომანიდან და ომანის არჩეული იმამი გახდა, რომლის დედაქალაქი იყო რუსტაკი. 1783 წელს იმამ აჰმედის გარდაცვალების შემდეგ, ომანის სუვერენიტეტი გაიყო სანაპირო მხარეს, რომელიც მიჰყვებოდა მემკვიდრეობით ხაზს და მართავდნენ ალბუსაიდი სულთნები მუსკატიდან, ასევე ომანის შიდა მხარე, რომელმაც შეინარჩუნა არჩევითი იმამატი და მოგვიანებით გადაიტანა დედაქალაქი რუსტაქიდან. ნიზვამდე.[5] ბრიტანეთის იმპერიას სურდა სამხრეთ-აღმოსავლეთ არაბეთში გაბატონება, რათა ჩაეხშო სხვა ევროპული ძალების მზარდი დომინირება და წინააღმდეგობა გაეწია ომანის იმპერიის განვითარებადი საზღვაო ძალისთვის მე-18 და მე-19 საუკუნეებში. ამრიგად, ბრიტანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მხარი დაეჭირათ მუსკატის ალბუსაიდის სულთნებისთვის. ბრიტანეთის იმპერიამ ხელშეკრულებების სერია დაამყარა სულთნებთან, რათა ბრიტანეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები გაეტარებინა მუსკატში, სულთნების მფარველობის სანაცვლოდ. საბოლოოდ, სულთანატი გახდა უფრო მეტად ბრიტანეთის სესხებსა და პოლიტიკურ რჩევებზე დამოკიდებული.[8][9][10] ხშირად იყო დაძაბულობა იმამებსა და მუსკატის სულთნებს შორის. იმამატისა და სულთანატს შორის დავას უმეტესწილად პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.[11]ომანელები თვლიდნენ, რომ მმართველი უნდა აერჩიათ და ბრიტანეთის მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური კონტროლი მუსკატსა და ომანზე უგულებელყვეს.[12] 1913 წელს, იმამ სალიმ იბნ რაშიდ ალ-ხარუსიმ მუსკატის საწინააღმდეგო აჯანყება წააქეზა, რომელიც 1920 წლამდე გაგრძელდა, სანამ იმამატმა შეძლო მშვიდობის დამყარება სულთანატთან სების შეთანხმების ხელმოწერით. ხელშეკრულების შედეგად, განხეთქილება ომანსა და მუსკატს შორის დე ფაქტოდ განხორცილედა, სადაც შიდა ნაწილს (ომანს) მართავდა იმამატი, ხოლო სანაპირო ნაწილს (მუსკატი) მართავდა სულთანატი.[13][14] Iraq Petroleum Company, რომელმაც 1937 წელს ხელი მოაწერა ნავთობის კონცესიას მუსკატის სულთანთან, დაასკვნა, რომ ნავთობი დიდი ალბათობით ომანის შიდა რეგიონებში მოიპოვებოდა. 1954 წელს, ახალმა იმამმა, გალიბ ალჰინაიმ, იმამატი მუსკატის სულთანატის თავდასხმებისგან დაიცვა, რასაც მხარს უჭერდა ბრიტანეთის მთავრობა. მუსკატის სულთანმა საიდ ბინ თაიმურმა, ბრიტანული ძალების პირდაპირი მხარდაჭერით, იმამათის დამარცხება შეძლო ჯებელ ახდარის ომში, რაც 1959 წლამდე გაგრძელდა. 1970 წელს სახელები მუსკატი და ომანი შეიცვალა ომანის სასულთნოდ.[10]

თანამედროვე მნიშვნელობით, „ომანის კარ-მიდამო“, ასევე შეიძლება ნიშნავდეს თანამედროვე სასულთნოს ტერიტორიას, მუსანდამისა და მადჰას გარეშე.

ომანის იმამატის ისტორიაში რვა ეტაპია:[15]

  • პირველი იმამატი (749–751 წწ.)
  • მეორე იმამატი (793–893 წწ.)
  • მესამე იმამატი (897–940 წწ.)
  • მეოთხე იმამატი (1016–1164 წწ.)
  • მეხუთე იმამატი (1406–1556 წწ.)
  • მეექვსე იმამატი (1624–1792 წწ.)
  • მეშვიდე იმამატი (1868–1871 წწ.)
  • მერვე იმამატი (1913–1959 წწ.)
  1. FO 1016/313 The Imamate of Oman: report by George Rentz p.44. agda.ae. ციტირების თარიღი: 1 September 2021.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Oman's Foreign Policy: Foundation and Practice: Foundation and Practice by Majid Alkhalili.
  3. Historical Summary of Events in the Persian Gulf Shaikhdoms and the Sultanate of Muscat and Oman, 1928–1953' [97v (199/222) QDL.].
  4. 4.0 4.1 British National Archive: (18/316) Muscat State Affairs: Muscat– Oman Treaty.
  5. 5.0 5.1 5.2 Oman and the World: The Emergence of an Independent Foreign Policy (Joseph A. Kechichian).
  6. J. C. Wilkinson.. The Oman Question: The Background to the Political Geography of South-East Arabia. 
  7. Geographical Review JSTOR.
  8. The Oman Question: The Background to the Political Geography of South-East Arabia J. C. Wilkinson.
  9. (1 November 2011) The Rough Guide to Oman. Penguin. 
  10. 10.0 10.1 A Close Relationship: Britain and Oman Since 1750. QDL (11 December 2014).
  11. CNN Arabic: وفاة آخر أئمة عُمان في منفاه السياسي بالسعودية.
  12. British National Archive: Muscat and Oman Internal Affairs History.
  13. J. E. Peterson, "The Revival of the Ibadi Imamate in Oman and the Threat to Muscat, 1913–20," Arabian Studies 3 (1976): 165–88.
  14. A Close Relationship: Britain and Oman Since 1750. QDL (11 December 2014).
  15. Al-Hashimy, Sa'id b. Muhammad b. Said (1994). Imam Salim b. Rashid and the Imamate revival in Oman 1331/1913 - 1338/1920. University of Leeds. 

ინტერნეტ-რესურსები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ომანის_იმამატი“-დან