ნოე, ასევე ცნობილი როგორც ნუჰი (არაბ.نُوْحٌ რომანიზებული: Nūḥ) — ღმერთის წინასწარმეტყველი და მაცნე ისლამში. ის არის ერთ-ერთი ულუ ალ-აზმის წინასწარმეტყველთაგანი. [1] ნოეს მისია იყო გაეფრთხილებინა თავისი ხალხი, რომელიც გარყვნილებასა და სიძვაში იყო ჩაძირული. ღმერთმა ნოეს დააკისრა ექადა ხალხისთვის, მოუწოდებდა მათ დაეტოვებინათ კერპთაყვანისმცემლობა, პატიოსანი და სუფთა ცხოვრებით ეცათ თაყვანი ერთადერთი ღმერთისთვის. [2] მიუხედავად იმისა, რომ ის გულმოდგინებით ქადაგებდა ღვთის ცნებას, მისმა ხალხმა უარი თქვა გამოსწორებაზე, რამაც გამოიწვია კიდობნის აგება და დიდი წარღვნა. ისლამურ ტრადიციაში სადავოა, დიდი წარღვნა გლობალური მოვლენა იყო თუ ადგილობრივი.[3]
„უეჭველად, ჩვენ შენ შთაგაგონეთ, როგორც ნუჰს შთავაგონეთ და შუამავლთ მის შემდგომ, და (როგორც) ჩვენ შთავაგონეთ იბრაჰიმს და ისმაილს, ისჰაყს , იაღყუბს და შტოებს, ღისას, ეიუბს, იუნუსს, ჰარუნს და სულეიმანს და მივეცით ზებური (ფსალმუნი) დავუდს “ (4:163) [4]
„და ჩვენ ვაჩუქეთ მას ისჰაყი და იაღყუბი და სწორ გზაზე დავადგინეთ ყველა, წინათ ჭეშმარიტ გზაზე დავადგინეთ ნუჰი და მისი შთამომავლები: დავუდი და სულეიმანი და ეიუბი და იუსუფი და მუსა და ჰარუნი. და ასეთნაირად მივაგებთ სიკეთისმქმნელთ!“ (6:84) [5]
„და ვფიცავ! ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან: „უეჭველად, მე ვარ ცხადი შემგონებელი თქვენთვის.“ (11:25) [6]
„უეჭველად, მე თქვენთვის წარმოგზავნილი სანდო შუამავალი ვარ.“ (26:107) [7]
„და ვფიცავ, ჩვენ წარგვზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან, და დაჰყო მათთან ათასი წელი ორმოცდაათის გამოკლებით. და შეიპყრო ისინი ცუნამმა, რამეთუ უსამართლონი იყვნენ!“ (29:14) [8]
„და ვფიცავ! ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი და იბრაჰიმი და ჩვენ დავუდგინეთ მათ შთამომავლობას შუამავლობა და წიგნი. ამრიგად, მათგან ნაწილი ჭეშმარიტ გზას ადგას, ხოლო უმრავლესობა მეამბოხე ცოდვილია.“ (57:26) [9]
„უეჭველად, ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან, რომ: „შეაგონე შენი ხალხი ვიდრე მიეწევა მათ სასჯელი მწარე“! (71:1) [10]